სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

პოლიტიკა
2-11-2022, 12:00



მთა­ვა­რი არ­ხის“ დამ­ფუძ­ნებ­ლი ნიკა გვა­რა­მია თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­მაც დამ­ნა­შა­ვედ ცნო. შე­სა­ბა­მი­სად, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სარ­თლოს მიერ მის­თვის 3 წლი­თა და 6 თვის ვა­დით შე­ფარ­დე­ბუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ძა­ლა­ში დარ­ჩა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გი­ამ მი­ი­ღო.

რაც შე­ე­ხე­ბა ნიკა გვა­რა­მი­ას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლებს, კა­ხა­ბერ და­მე­ნი­ა­სა და ზუ­რაბ იაშ­ვილს, მათ მი­მარ­თაც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი ძა­ლა­ში დარ­ჩა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, კა­ხა­ბერ და­მე­ნი­ას 50 000-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­ე­კის­რა, ზუ­რაბ იაშ­ვი­ლი კი უდა­ნა­შა­უ­ლოდ იქნა ცნო­ბი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გია სა­თათ­ბი­როდ 24 ოქ­ტომ­ბერს გა­ვიდა.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და, რო­გორც ბრალ­დე­ბის, ასე­ვე დაც­ვის მხა­რეს. ად­ვო­კა­ტე­ბი გა­მა­მარ­თლე­ბელ გა­ნა­ჩენს ითხოვ­დნენ, პრო­კუ­რა­ტუ­რა კი, ყვე­ლა ეპი­ზოდ­ში რო­გორც ნიკა გვა­რა­მი­ას, ასე­ვე ზუ­რაბ იაშ­ვი­ლის დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბას მო­ი­თხოვ­და.

პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ ნიკა გვა­რა­მია და კა­ხა­ბერ და­მე­ნია დამ­ნა­შა­ვედ ცნო, ზუ­რაბ იაშ­ვი­ლი კი გა­ა­მარ­თლა.

გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ "რუს­თა­ვი 2“-ის საქ­მე­ზე ბრა­ლი ნიკა გვა­რა­მი­ას, ასე­ვე „რუს­თა­ვი 2“-ის ყო­ფილ ფი­ნან­სურ დი­რექ­ტორს კახა და­მე­ნი­ა­სა და „ინ­ტერ მე­დია პლი­უ­სის“ დი­რექ­ტორს ზუ­რაბ იაშ­ვილს 2020 წლის 6 სექ­ტემ­ბერს, წა­უ­ყე­ნა. ნიკა გვა­რა­მი­ას ბრა­ლად ედე­ბო­და წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით „რუს­თა­ვი 2“-ის კუთ­ვნი­ლი ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბის გაფ­ლან­გვა, კო­მერ­ცი­უ­ლი მოს­ყიდ­ვა და ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა, უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია. ნიკა გვა­რა­მი­ას ასე­ვე ბრა­ლი ედე­ბო­და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. გვა­რა­მი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 40 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ამას­თან, მას ქვეყ­ნი­დან გას­ვლის უფ­ლე­ბა ჰქონ­და შე­ზღუ­დუ­ლი.

კახა და­მე­ნი­ას გა­მო­ძი­ე­ბა სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის კუთ­ვნი­ლი ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბის დიდი ოდე­ნო­ბით მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო გაფ­ლან­გვა­ში ედე­ბო­და, რაც ჩა­დე­ნი­ლი იქნა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. და­მე­ნი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი. მას ასე­ვე, აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­და სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის და­ტო­ვე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს ინ­ფორ­მი­რე­ბი­სა და თან­ხმო­ბის გა­რე­შე.

რაც შე­ე­ხე­ბა ზუ­რაბ იაშ­ვილს, მას ბრა­ლი ედე­ბო­და კო­მერ­ცი­ულ მოს­ყიდ­ვა­სა და ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა­ში. იაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი



კომენტარები
"იმდენად გამაგიჟა, რომ ეს სისულელე გავაკეთე, ვნანობ" - რა თქვა 26 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა პროცესზე: საქმეს კვლავ მამუკა წიკლაური განიხილავდა
"იმდენად გამაგიჟა, რომ ეს სისულელე გავაკეთე,...
11-10-2022, 19:47
მივიღე გადაწყვეტილება ძალიან მძიმე ჩემთვის... რადგან საქართელოს ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება გადავწყვიტე გვარამიას და სააკაშვილის..."
მივიღე გადაწყვეტილება ძალიან მძიმე ჩემთვის......
19-08-2022, 21:52
მთავარ ჭკვიანში" მოგებულ 50 000 ლარს ვრიცხავ "მთვარი არხის" გადარჩენის ფონდში" - რას წერს გიგი უგულავა
მთავარ ჭკვიანში" მოგებულ 50 000 ლარს ვრიცხავ...
27-05-2022, 19:47
"ტიპი რა დონის თავხედია - გვეუბნება, რომ მიმკურნალოთ, ჩემი პირობები შეასრულეთო, ასეთი რამ გაგონილა?" - ირაკლი ზარქუა სააკაშვილზე
"ტიპი რა დონის თავხედია - გვეუბნება, რომ...
11-05-2022, 18:25
"ვერაა შენი საქმე კარგად. ვეჭვობდი, მაგრამ ასეთს არც მოველოდი. უბრალოდ, არ გრცხვენია?" - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ნიკა გვარამია და მაია ნადირაძე სოცქსელში?
"ვერაა შენი საქმე კარგად. ვეჭვობდი, მაგრამ ასეთს...
28-03-2022, 22:26
„ომიკრონი“ გადაუვლის საქართველოს.. ვინც აცრილი არ არის, საბედისწეროდ დააგვიანეს - გიორგი ფხაკაძე
„ომიკრონი“ გადაუვლის საქართველოს.. ვინც აცრილი არ...
11-01-2022, 17:20
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно