"იმდენად გამაგიჟა, რომ ეს სისულელე გავაკეთე, ვნანობ" - რა თქვა 26 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა პროცესზე: საქმეს კვლავ მამუკა წიკლაური განიხილავდა

"იმდენად გამაგიჟა, რომ ეს სისულელე გავაკეთე, ვნანობ" - რა თქვა 26 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა პროცესზე: საქმეს კვლავ მამუკა წიკლაური განიხილავდა

პოლიტიკა
11-10-2022, 19:47



თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ 26 წლის მა­რი­ამ გამ­ტკი­ცუ­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ საქ­მეს კვლავ მო­სა­მარ­თლე მა­მუ­კა წიკ­ლა­უ­რი გა­ნი­ხი­ლავს, რო­მელ­მაც ცოლ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი თორ­ნი­კე გამ­ხვე­ტე­ლაშ­ვი­ლი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­მო­უშ­ვა, რის შემ­დე­გაც მკვლე­ლო­ბა მოხ­და.

მო­სა­მარ­თლემ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და გამ­ხვე­ტე­ლაშ­ვილს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. 

პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბულ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ჩა­დე­ნილს ნა­ნობს, თუმ­ცა იქვე დას­ძი­ნა, რომ მა­რი­ამ გამ­ტკი­ცუ­ლაშ­ვილ­მა შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ა­გი­ჟა...

"მა­რის­თან რომ მი­ვე­დი, მე­უბ­ნე­ბა, სა­ნამ წახ­ვა­ლო ჩვე­ნი და­შო­რე­ბის დავ­ლი­ო­თო. მეთ­ქი, კარ­გი დავ­ლი­ოთ. უცებ იქ მისი და­ქა­ლი აღ­მოჩ­ნდა. მივ­ხვდი, მე რომ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი მქონ­და, ესე­ნი ჩემს და­ჭე­რას აპი­რებ­დნენ. მა­ნამ­დეც მი­თხრა, მო­გი­ტყუე იმი­ტომ, რომ და­ჭე­რა მინ­დო­დაო. ვკი­თხე, ამას იმი­ტომ აკე­თებ, რომ შენ­თან ვიყო - მეთ­ქი? და­ჟი­ნე­ბუ­ლი სურ­ვი­ლი, რომ მას­თან ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ვე­რაფ­რით გა­და­ვათ­ქმე­ვი­ნე. მინ­დო­და, მო­მე­შო­რე­ბი­ნა თა­ვი­დან. მა­ნამ­დეც ბევ­რჯერ და­უ­რე­კავს, არ მი­მა­ტო­ვო, თო­რემ თავს მო­ვიკ­ლა­ვო...

რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ხდა­რის დღეს, რო­გორც გი­თხა­რით, იქ მისი და­ქა­ლი იყო და სა­ნამ მე და მარი ვსა­უბ­რობ­დით, ბავ­შვე­ბი და­ქალ­მა გა­იყ­ვა­ნა სახ­ლი­დან, ეს ბავ­შვი თურ­მე ბე­ბი­ას­თან ასუ­ლა და უთ­ქვამს ჩვენ­ზე, - ჩხუ­ბო­ბე­ნო. მა­ნამ­დე და­ქა­ლი რომ გა­ვი­და, ვე­უბ­ნე­ბო­დი, - მეც წა­ვალ-მეთ­ქი, ხელ­ზე მე­ქა­ჩე­ბო­და, - ვერ­სად ვერ წახ­ვალ, მა­ინც და­გი­ჭე­რე­ნო. ნას­ვა­მი ვი­ყა­ვი, ვე­უბ­ნე­ბო­დი შე­მეშ­ვი - მეთ­ქი. იმ­დე­ნად გა­მო­მიწ­ვია და გა­მა­გი­ჟა, რომ ეს სი­სუ­ლე­ლე გა­ვა­კე­თე და ვნა­ნობ, მაგ­რამ ამას არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა..." - გა­ნა­ცხა­და სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე თორ­ნი­კე გამ­ხვე­ტე­ლაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თე­ლავ­ში მკვლე­ლო­ბა 9 ოქ­ტომ­ბერს მოხ­და. 22 წლის თორ­ნი­კე გამ­ხვე­ტე­ლაშ­ვილ­მა 26 წლის მა­რი­ამ გამ­ტკი­ცუ­ლაშ­ვი­ლი ცივი ია­რა­ღით მოკ­ლა, მა­ნამ­დე ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და ქალს და მის დე­დას.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი სის­ტე­მა­ტურ სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და და­ზა­რა­ლე­ბულს. გარ­და ამი­სა, იგი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და მე­უღ­ლეს და მის დე­დას, ასე­ვე სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და­ე­მუქ­რა მე­უღ­ლეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 2022 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს და­ა­კა­ვეს და 5 ოქ­ტომ­ბერს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, ორი ეპი­ზო­დი (ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა); 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით (ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა ორი პი­რის მი­მართ) და 11-151-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „დ“ ქვე­პუნ­ქტით - (ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მუ­ქა­რა) წა­რუდ­გი­ნა და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით მო­ი­თხო­ვა პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა, თუმ­ცა 6 ოქ­ტომ­ბერს, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პირ­და­პირ მი­უ­თი­თებ­და ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რის თა­ო­ბა­ზე, და­უ­სა­ბუ­თებ­ლად არ გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის პო­ზი­ცია, სა­თა­ნა­დოდ ვერ შე­ა­ფა­სა ბრალ­დე­ბუ­ლი­დან მომ­დი­ნა­რე რის­კე­ბი და საფრ­თხე­ე­ბი, მათ შო­რის ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სა და მისი მი­მალ­ვის საფრ­თხე, უკა­ნო­ნოდ სცნო ბრალ­დე­ბუ­ლის და­კა­ვე­ბა, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და­კა­ვე­ბი­დან და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო - 2000 ლარი შე­უ­ფარ­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რა კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ და­ე­თან­ხმა სა­სა­მარ­თლოს პო­ზი­ცი­ას და თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს სა­ჩივ­რით მი­მარ­თა. ბრალ­დე­ბულს, რო­მელ­საც არ შე­ე­ფარ­და პა­ტიმ­რო­ბა, მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა სის­რუ­ლე­ში მო­ეყ­ვა­ნა თა­ვი­სი მუ­ქა­რა და სას­ტი­კად გა­უს­წორ­და თა­ვის მე­უღ­ლეს, რა­მაც ეს უმ­ძი­მე­სი შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის მი­მართ უმ­კაც­რე­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, რაც კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ მუ­შა­ო­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას და ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად ერ­თი­ან ძა­ლის­ხმე­ვას გუ­ლის­ხმობს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა სამ­ძი­მარს უცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს და მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო.

აქვე, კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ატა­რებს მკაცრ სის­ხლის სა­მარ­თლის პო­ლი­ტი­კას ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე და ძა­ლა­დო­ბის ჩამ­დე­ნი ყვე­ლა პირი კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში უმ­კაც­რე­სად და­ის­ჯე­ბა" - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.



კომენტარები
ვინ არის 21 წლის ბიჭი, რომელიც ქობულეთში ზღვაში დაიხრჩო
ვინ არის 21 წლის ბიჭი, რომელიც ქობულეთში ზღვაში...
7-08-2022, 19:47
რა შეემთხვა მამუკა ონაშვილს
რა შეემთხვა მამუკა ონაშვილს...
31-07-2022, 19:52
სასწრაფოდ! ზუსტად 10 დღეში საქართველოში იქნება რიგგარეშე არჩევნები....
სასწრაფოდ! ზუსტად 10 დღეში საქართველოში იქნება...
7-05-2022, 22:48
“დიახ მე მოვკალი ჩემი ფეხმძიმე ცოლი, მაგრამ..” – ნახეთ რა თქვა ბიჭმა სასამართლოზე რომელმაც ორსული ცოლი დანით მოკლა
“დიახ მე მოვკალი ჩემი ფეხმძიმე ცოლი, მაგრამ..” –...
15-02-2022, 20:57
მარკო ვერატი: ბუსკეტსი კვლავ ერთ-ერთი საუკეთესოა
მარკო ვერატი: ბუსკეტსი კვლავ ერთ-ერთი საუკეთესოა...
8-02-2022, 13:43
„ომიკრონი“ გადაუვლის საქართველოს.. ვინც აცრილი არ არის, საბედისწეროდ დააგვიანეს - გიორგი ფხაკაძე
„ომიკრონი“ გადაუვლის საქართველოს.. ვინც აცრილი არ...
11-01-2022, 17:20
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно