მთავარ ჭკვიანში" მოგებულ 50 000 ლარს ვრიცხავ "მთვარი არხის" გადარჩენის ფონდში" - რას წერს გიგი უგულავა
პოლიტიკა
27-05-2022, 19:47
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მზადაა, გადაცემა "მთავარ ჭკვიანში" მოგებული 50 000 ლარი "მთავარი არხის" გადარჩენის ფონდში გადარიცხოს.
"მთავარი არხის" გადარჩენის ფონდში ვრიცხავ ჩემს პრიზს, 50 ათას ლარს. ნიკა გვარამია, რომ გამოხვალ თავიდან უნდა მოგიგო", - წერს უგულავა "ფეისბუქში".
პოლიტიკოსმა "მთავარი არხის" ინტელექტუალური შოუს საახალწლო ეთერში, რომლის წამყვანიც არხის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იყო, მაქსიმალური პრიზი, 50 ათასი ლარი მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ, "რუსთავი ორის" დამფუძნებელ დავით დვალის ინიციატივით, "მთავარი არხის" დახმარების ფონდი შეიქმნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის ჩარიცხვა.
კომენტარები