მხოლოდ ოკუპირებულ საქართველოში შეიძლება პუტინის მსახური, პოლიტიკანკა ბურჯანაძე პუტინის ტყვე სააკაშვილის შეცდომებს ითვლიდეს უტიფრად“ - თაკო ჩარკვიანი
პოლიტიკა
14-09-2022, 17:49
მხოლოდ ოკუპირებულ საქართველოში შეიძლება პუტინის მსახური, პოლიტიკანკა ბურჯანაძე პუტინის ტყვე სააკაშვილის შეცდომებს ითვლიდეს უტიფრად“ - თაკო ჩარკვიანი
ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი ასევე ოპოზიციონერ ნინო ბურჯანაძეს სამშობლოს ღიად დამბეზღებელს და „პოლიტიკანას“ უწოდებს. მისი თქმით, ბურჯანაძის ადგილი არის იქ, სადაც ქვეყნის მოღალატეები არიან.
მხოლოდ ოკუპირებულ საქართველოში შეიძლება პუტინის მსახური, სამშობლოს ღიად დამბეზღებელი, ომის საკუთარ ქვეყანაზე გადამბრალებელი, რუსის ჯარის შემოყვანის მოსურნე კორუფციაში ჩაფლული პილიტიკანკა „პრიმაკოვნა“ ბურჯანაძე ეთერში იჯდეს და პუტინის ტყვე სააკაშვილის შეცდომებს ითვლიდეს უტიფრად (თან დღეს, როცა უკვე ყველაფერი ნათლად ჩანს და მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სააკაშვილს ომი არ დაუწყია) და გვმოძღვრავდეს და ეს მხოლოდ აქ შეიძლება, მოხდეს იმის მაგივრად, რომ პუტინის „ხომალდისკენ“ ვუშვებდეთ იქ, სადაც ღიად ქვეყნის მოღალატის ადგილია.
სანამ არ მივხვდებით სწორ გზას ღირებულებებით მანამდე ასე ვიქნებით ჭაობში“, - წერს ჩარკვიანი
კომენტარები