ძალიან მტკივნეული იყო...“ - ლუკა კურტანიძის ემოციური მოგონებები მამაზე, რომელმაც გიორგი გასვიანი აატირა
პოლიტიკა
27-07-2022, 20:41
ძალიან მტკივნეული იყო...“ - ლუკა კურტანიძის ემოციური მოგონებები მამაზე, რომელმაც გიორგი გასვიანი აატირა
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ლუკა კურტანიძე, მამის შესახებ მოგონებებს იხსენებს და ამბობს, რომ მისთვის მიცემული პირობა შეასრულა.
მამის წინაშე დადებული პირობა შეასრულეთ? – „სიცრუის დეტექტორის“ ამ შეკითხვას კურტანიძე ასე უპასუხა:
„1993 წლის 28 სექტემბერს, გამთენიისას, მშობლები ბოლოჯერ ვნახე ერთად. მან მითხრა რომ ჩემი დედმამიშვილი წამომეყვანა და რაღაცა დროის შემდეგ ისიც წამოვიდოდა, მეპატრონა ოჯახისთვის, სანამ ის ჩვენთან არ იქნებოდა. წარმოუდგენელი იყო, რომ მე მას ბოლოჯერ ვნახავდი. მე სიტყვა მივეცი, რომ სამშვიდობოს გამოვიდოდით, სიტყვა შევასრულე – ოჯახს ვუპატრონე, მაგრამ თვითონ ვერ შეასრულა პირობა, რომ ის დაბრუნდებოდა.
როდესაც ჩამოვედი თბილისში და დავიწყე ეროვნულ ნაკრებთან ნაკრებთან მზადება, რამდენიმე წელი ვფიქრობდი, რომ ვარჯიშს როცა დავამთავრებ, მამა დარბაზის კარებს მიღმა დამხვდებოდა. ეს შეგრძნება წლები გაგრძელდა, ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ ფიქრი გადავიტანე იმაში, რომ მებრძოლა უფრო დიდი გზისთვის, რომელიც არა შეგნებულად, შეუგნებლად მივეცი მამას სიტყვა, მაგრამ შემდეგ ავასრულე ისე, რომ ვფიქრობ, რომ წლების შემდეგ მამა იმქვეყნად იამაყებდა და ამაყობს, რა გზაც გამოვიარე.
როდესაც ევროპის ჩემპიონი გავხდი, შემოსავალი შემოვიდა, პირველი ხელფასი და პრემია მამას გავუგზავნე, მაშინ მამას უტირია, შვილი მომესწროო.
93 წლის ნოემბრის თვე იყო, როდესაც გვიან ღამე იყო და გავიგე მამა მეძახდა. ამ ძახილზე კარებთან მივედი, ეს ხმა კიდევ უფრო შორს მომესმა, მაგრამ იმდენად რეალური იყო, რომ გავყევი ამ ხმას. ეს იყო ნოემბრის თვე, როდესაც მას ძალიან უჭირდა. შეხვდნენ ბოევიკები, ერთი კითხვა დაუსვამთ, ქართველი ხართო? მამას უთქვამს – ქართველი ვარო. ძაღლი ენაზე, ქართულად ნუ ლაპარაკობო. მამას შეუგინებია, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ დახვრიტეს. როდესაც ის გარდაიცვალა ეს პერიოდია, როდესაც მან მე დამიძახა. ამ ტკივილის აღქმა რთული იყო და მთელი ჩემი ფიქრი გადავიტანე იმას, რომ რაც შეიძლება ბევრჯერ უნდა მომეტანა ტიტულები, რომ მოწინააღმდეგისთვის, მტრისთვის, მეგობრისთვის, დანარჩენი საქართველოსთვის ამესრულებინა ის პირობა, რომელიც მამას მივეცი. ამით მგონია, რომ ჩემს ვალს ვიხდიდი წლების განმავლობაში. ამასთანავე, ვაფიქსირებდი, რომ ჩემი სამშობლო არის ერთიანი გამარჯვების დროს, აფხაზეთის იქ არის და დანარჩენი საქართველოც”, – ამბობს კურტანიძე.
კურტანიძეს ამბის მოყოლა გადაცემის წამყვანმა გიორგი გასვიანმა შეაწყვეტინა, რადგან ცრემლების შეკავება ვერ შეძლო
კომენტარები