“ჩემი დამსაქმებელი ბერა ივანიშვილთან მეგობრობას მიკრძალავდა”- ნახეთ რას ამბობს ამიკო ჩოხარაძე
პოლიტიკა
18-06-2022, 20:40
“ჩემი დამსაქმებელი ბერა ივანიშვილთან მეგობრობას მიკრძალავდა”- ნახეთ რას ამბობს ამიკო ჩოხარაძე
გადაცემა – „სიცრუის დეტექტორში“ გიორგი გასვიანს სტუმრად ჰყავდა მიწვეული ამიკო ჩოხარაძე, სადაც იგი საუბრობს „რუსთავი 2“-დან წამოსვლის მიზეზებზე.
ჩემი დამსაქმებელი ბერა ივანიშვილთან მეგობრობას მიკრძალავდა – განაცხადა ამიკო ჩოხარაძემ.
იგი ამბობს, რომ მისი დამსაქმებელი ბერა ივანიშილთან მეგობრობას უკრძალავდა: “რაც მთავარია, მე ვამჯობინე მეგობრობა ამ ვითარებაში. ჩვენ რამდენიმე ადამიანი წამოვედით „რუსთავი 2“დან. არ მომწონდა, როდესაც ამას ვიღაცები მიშლიდნენ.პარალელურად მეუბნებოდნენ- „იქ არ ახვიდე, იქ არ წახვიდე, ამასთან ნუ დადიხარ“ და რაღაც სისულელეები. ამას მეუბნებოდა „რუსთავი 2ის“ ხელმძღვანელობა და ამასთანავე, იმ პერდიოდის სამთავრობო დაწესებულებები.
როდესაც დამიბარეს, მე ვუთხარი, რომ არ ვიყავი მათი თამაშის მონაწილე. მე მყავს ადამიანი, მეგობარი და როცა მინდა ავალ, როცა მინდა წამოვალ…
ბერამ მითხრა: მოდი დავიკიდოთ რაც ხდება და ვაკეთოთ ის, რაც გაგვისწორდებაო.მე და ბერას დღესაც გვაქვს კომუნიკაცია, მიხარია მისი წარმატება“ – ამბობს ამიკო ჩოხარაძე.
კომენტარები