ბერა ივანიშვილის განცხადება - "მამა გვეუბნება ანგელოზებს ჰგავხართო როგორ შეიძლება ჩვენი გარეგნობა არ მოსწონდეთ,"
პოლიტიკა
15-04-2022, 21:43
ბერა ივანიშვილის განცხადება - "მამა გვეუბნება ანგელოზებს ჰგავხართო როგორ შეიძლება ჩვენი გარეგნობა არ მოსწონდეთ,"
ბრიტანელი ჟურნალისტი და ავტორია, რომელიც საქართველოს იანვარში სტუმრობდა და ამერიკული გამოცემა WIRED-ისთვის ბერა ივანიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. სათაურში ვკითხულობთ: „საქართველოს პრინცი Instagram-ის ვარსკვლავია“.
ორმა პიროვნებამ AirBnB-ზე ნაქირავებ ბინაში მომაკითხა და სედანით ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლისკენ გავეშურეთ. ჭიშკარი რომ გაიღო, შავებში ჩაცმული დაცვის თანამშრომლები და ყველგან კამერები დამხვდა. ბერას სტუდიასთან მიმაცილეს, რომელსაც კარებზე დიდი ინგლისური ასოებით Georgian Dream ეწერა. მთავარ სახლში სპორტულ სამოსში გამოწყობილი ბერა შემეგება. გრძელ მაგიდასთან დავსხედით, რომელიც სარკეებით იყო გარშემორტყმული. ბერას უკა, მასიური ნაძვის ხე ანათებდა, რომელზეც უზარმაზარი ორნამენტები ეკიდა.
ბერას თქმით, კლასიკური მუსიკა მისთვის ყველაფრის არსია. პიანინოზე დაკვრა ბებიამ ასწავლა. განსაკუთრებით უყვარს დებიუსი და რომანტიკული ფრანგული მელოდიები. ქართული პოლიფონიური სიმღერაც იცის, თუმცა როგორც თავად ამბობს, პოპ მუსიკის შესაქმნელად დაიბადა.
1994 წელს დაბადებულმა ბერამ ცხოვრება რუსეთში, საქართველოსა და საფრანგეთში გაატარა. სწორედ პარიზში დადიოდა სკოლაში. როგორც იხსენებს, გამორჩეული გარეგნობის გამო ყოველთვის იქცევდა ყურადღებას.
არასდროს უგრძვნია თავი ცუდად იმის გამო, რომ ალბინოსი იყო. ამაში კი მშობლების წვლილზე საუბრობს, რომლებიც ყოველთვის დიდ სიყვარულს ჩუქნიდნენ და მხარში ედგნენ. „ადამიანებს სძულთ ყველაფერი, რაც მათგან განსხვავებულია, მაგრამ ამ გამოწვევებს „განგსტერულად“ გავუმკლავდი. ბავშვობის გამოცდილებამ მებრძოლის მენტალიტეტი ჩამომიყალიბა“.
კომენტარები