ჩიტივით შეიძლება რაღაცა წაკენკოს... არც კი ვიცი, რა მოვუტანო, რა შევურჩიოთ.. უკვე დიდი ხანია მიმაჩნია, რომ დრო აღარ გვაქვს“ - გიული ალასანია შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
მიხეილ სააკაშვილი დღის ბოლოს ოჯახის წევრებმა, გიული ალასანიამ და ნიკოლოზ სააკაშვილმა მოინახულეს.
გიული ალასანია ამბობს, რომ მისი შვილი ფაქტობრივად, ვერ იკვებება და სუსტად არის.
„უკვე დიდი ხანია მიმაჩნია, რომ დრო აღარ გვაქვს, არ ვიცი რამდენი ხანი შეიძლება მისმა ჯანმრთელობამ გაუძლოს“, – განაცხადა ალასანიამ „ვივა მედის“ კლინიკაში, სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში ცვლილებები არ შეინიშნება და ცილოვან საკვებს, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, ვერ იღებს.
„მის ჯანმრთელობის მდგომარეობაში დიდ ცვლილებებს ვერ ვამჩნევ, თუ ექსპერტებმა ამ საქმეში ჩართვაში თანხმობა განაცხადეს ძალიან კარგია. ადვოკატს ეს აუცილებლად მიაჩნია.
უკვე დიდი ხანია მიმაჩნია, რომ დრო აღარ გვაქვს, არ ვიცი რამდენი ხანი შეიძლება მისმა ჯანმრთელობამ გაუძლოს. ჩიტივით შეიძლება რაღაცა წაკენკოს და… არც კი ვიცი, რა მოვუტანო, რა შევურჩიოთ. არადა, ცილოვანი სჭირდება, მაგრამ ეს ვერ იღებს. ექსპერტები, მე არ ვარ საქმის კურსში, არ მაქვს ინფორმაცია. ძალიან კარგია თუ ვიღაც დათანხმდა და ჩამოვა”, – თქვა ალასანიამ შვილის მონახულების შემდეგ.