თორნიკე გოგრიჭიანი: „არ მომწონს დახვრეტილი ცხვირები, ენები, სხეულზე ყველგან ტატუ... დედაჩემის დროს ასეთი ქალი ცოლად რომ მოგეყვანა, სახლიდან გამოგაგდებდნენ და სხვებიც იტყოდნენ, მეძავი შეირთოო...

თორნიკე გოგრიჭიანი: „არ მომწონს დახვრეტილი ცხვირები, ენები, სხეულზე ყველგან ტატუ... დედაჩემის დროს ასეთი ქალი ცოლად რომ მოგეყვანა, სახლიდან გამოგაგდებდნენ და სხვებიც იტყოდნენ, მეძავი შეირთოო...

პოლიტიკა
7-07-2022, 20:33



მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი, რომელიც პრესას ინტერვიუს იშვიათად აძლევს, ჟურნალ „გზას“ ესაუბრება. ის საუბრობს, რა არ მოსწონს ქართველ გოგონებში:

„არ მომწონს ერთი რამ: გვსმენია, როგორი იყო ქართველი ქალი, თავისებური ხიბლით, სტუმარ-მასპინძლობით და ყველა კუთხით… დღევანდელი ახალგაზრდა გოგონები ნუ მიწყენენ და, არ მომწონს დახვრეტილი ცხვირები, ენები, სხეულზე ყველგან ტატუ… დედაჩემის დროს ასეთი ქალი ცოლად რომ მოგეყვანა, სახლიდან გამოგაგდებდნენ და სხვებიც იტყოდნენ, მეძავი შეირთოო…არ ვიცი, ჩემგან მოწოდებას როგორ მიიღებენ, მაგრამ რაც კარგი გვქონდა, ნუ დავკარგავთ. პატივი ვცეთ ჩვენს ღირსშესანიშნაობებს. ქართული ჩოხა სიბანძეა?! მაგას ვინც იტყვის, მართლა ბანძია! ძალიან მომწონს სიძე ჩოხაში და პატარძალი – ეროვნულ კაბაში… ვფიქრობ, უფრო მამაკაცები გამიგებენ, რასაც ვამბობ. ქართველები მდიდარი წარსულის ვართ და სხვისი მიბაძვისკენ მივისწრაფვით. არად, არავის არ უნდა შევედაროთ და ვერავინ შემოგვედრება. მრავალსაუკუნოვანი წარსული გვაქვს და სხვებმა აქეთ, ჩვენზე ილაპარაკონ. ჩვენ ნუ შევნატრით, – არიქა, იტალიელებს და ბრიტანელებს რა ლამაზი თვალები აქვთო!..

და კიდევ, ფასს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ხარისხია! ქართველებს ყველაფერში ძალიან კარგი ხარისხი გვაქვს, მთავარია ვიცოდეთ, სად არის ეს ხარისხი…


კომენტარები
ლალი მოროშკინა – “დავბერდი ქალი და შიშველი @რაკისთვის ფოტო არ გადამიღია”
ლალი მოროშკინა – “დავბერდი ქალი და შიშველი...
7-06-2022, 20:29
რუნი: "ახალი მანჩესტერი 4 ახალგაზრდა ფეხბურთელის გარშემო უნდა აშენდეს"
რუნი: "ახალი მანჩესტერი 4 ახალგაზრდა ფეხბურთელის...
6-04-2022, 00:10
"მე არაფერი არ გამომიგონებია, რისი გაკეთებაც ვცადე, უკვე სხვებს ჰქონდათ მიღწეული", - გვარდიოლა
"მე არაფერი არ გამომიგონებია, რისი გაკეთებაც...
5-04-2022, 21:47
"შარშან ჩელსის მოგებასაც არავინ ელოდა", - სიმეონემ ჩემპიონთა ლიგის ორი ფავორიტი დაასახელა
"შარშან ჩელსის მოგებასაც არავინ ელოდა", -...
5-04-2022, 21:44
შაკილ ო'ნილმა მისთვის გამორჩეული მებრძოლი დაასახელა
შაკილ ო'ნილმა მისთვის გამორჩეული მებრძოლი...
15-02-2022, 00:55
ღირსია საერთოდ საქართველო იყო დამოუკიდებელი?
ღირსია საერთოდ საქართველო იყო დამოუკიდებელი?...
10-02-2022, 21:48
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно