შენ ყ@ე კაცო, შენი დედას შევე@ი" - "იმედის" ჟურნალისტმა გახარიას აგინა? რას აცხადებენ ტელეკომპანიაში?
პოლიტიკა
16-06-2022, 22:38
შენ ყ@ე კაცო, შენი დედას შევე@ი" - "იმედის" ჟურნალისტმა გახარიას აგინა? რას აცხადებენ ტელეკომპანიაში?
სოციალურ ქსელში გავრცელდა "იმედის" ჟურნალისტის მიერ, ყოფილი პრემიერის, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მიმართ შეურაცხმყოფელი მიმართვა. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ჟურნალისტი ექსპრემიერს ფიზიკურადაც შეეხო.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა "იმედი". ტელეკომპანიის განცხადებით, ინფორმაცია სიცრუეა და დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენს.
"დისკრედიტაციის მცდელობა და მორიგი ფეიკ ნიუსი ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ. სოციალურ ქსელში ვრცელდება გაყალბებული ვიდეომასალა, თითქოს „იმედის“ ჟურნალისტი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს გიორგი გახარიას, უყვირის და აგინებს მას.
ვიდეოზე, რომელსაც „იმედის“ ლოგო ადევს, ხმა გადადებულია და შეიცავს არამხოლოდ ჟურნალისტისთვის შეუფერებელ, არამედ ზოგადად არაეთიკურ შინაარსს. ვაცხადებთ, რომ ფეიკ-ვიდეოს არანაირი კავშირი არ აქვს ტელეკომპანია „იმედთან“ და მის არცერთ ჟურნალისტთან",- ნათქვამია "იმედის განცხადებაში.
კომენტარები