უდიდესი ტრაგედია დატრიალდა
პოლიტიკა
2-06-2022, 21:06
უდიდესი ტრაგედია დატრიალდა
თბილისის მერი, კახა კალაძე მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა.
„ძალიან მიჭირს უდიდეს ტრაგედიაზე სიტყვების მოძებნა… შეუძლებელია გადმოვცე ის მდგომარეობა, თუ როგორ ვგრძნობ თავს ილიას დაკარგვის გამო… დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი ნებისმიერ საკითხში,
დავკარგეთ კაცი, რომელსაც უამრავი ადამიანის პრობლემა გულთან მიჰქონდა და ეხმარებოდა, ყველას ბოლომდე გვერდში ედგა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. ამ ტკივილს ვეღარაფერი ამოავსებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული”,- წერს კახა კალაძე. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ილია ელოშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
ელოშვილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
წყარო:statiebi.club
კომენტარები