კალაძე: სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს
ახალი ამბები / ფეხბურთი
24-02-2022, 02:07
მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სპორტი პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის და უნდა იყოს გამიჯნული, - ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველო-რუსეთს შორის გასამართ რაგბის მატჩზე დაგეგმილ უკრაინის მხარდამჭერ აქციას.
კალაძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სპორტი და პოლიტიკა ყოველთვის გამიჯნული იყოს ერთმანეთისგან. ამასთან, მისი თქმით, ყველას აქვს უფლება, გამოხატოს სოლიდარობა, "მთავარია, ეს იყოს კანონის ფარგლებში".
"მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სპორტი პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის და ყოველთვის უნდა იყოს გამიჯნული. არაერთი შეხვედრა გამართულა რაგბიში რუსეთის ნაკრებთან, სხვათა შორის,
ყოველთვის წარმატებით გამოდიოდა საქართველოს ეროვნული ნაკრები და დარწმუნებული ვარ, ახლაც წარმატებას მიაღწევენ. წარმატება მინდა ვუსურვო და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სპორტი და პოლიტიკა გაიმიჯნოს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ კანონის ფარგლებში. ეს რა ფორმით იქნება, მათი გადასაწყვეტია. მთავარია, ეს ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში", - განაცხადა კალაძემ.
კომენტარები