ეს დაცინვაა. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოსა და უკრაინას მიმართა

ეს დაცინვაა. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოსა და უკრაინას მიმართა

პოლიტიკა
12-05-2022, 21:29



ეს დაცინვაა. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოსა და უკრაინას მიმართა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინელებს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 77-ე წლისთავს ულოცავს, დონბასის დეფაქტო ხელისუფლებას კი მიმართავს, რომ ისევე როგორც 1945 წელს, ახლაც გამარჯვება მათკენ იქნება. პუტინის მისალოცი ტექსტი კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ვლადიმერ პუტინი ამ მისალოც წერილში მიმართავს აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, უზბეკეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო „რესპუბლიკებს“, ასევე საქართველოს და უკრაინას.

მისალოც ტექსტში რუსეთის ლიდერი აღნიშნავს, რომ „დღეს, საერთო ვალია, არ დავუშვათ ნაციზმის აღორძინება, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობას უამრავი ტანჯვა მოუტანა“.

პუტინი ცალკე მიმართავს მეორე მსოფლიო ომის უკრაინელ ვეტერანებს, „საერთო გამარჯვებისთვის“ გაღებული მსხვერპლის დავიწყება არ შეიძლება.

„დღეს ნაციზმმა კვლავ წამოყო თავი და ცდილობს დანერგოს თავისი ბარბაროსული, არაადამიანური წესები. ჩვენი წმინდა ვალია, არ დავუშვათ მათი იდეური შთამომავლების რევანში, ვინც დამარცხდა დიდ სამამულო ომში“, - წერს პუტინი მილოცვის ტექსტში.


კომენტარები
ვლადიმერ პუტინმა 9 მაისის მისალოც წერილში საქართველოზეც ისაუბრა – რა წერია მიმართვაში, რომელსაც კრემლი ავრცელებს
ვლადიმერ პუტინმა 9 მაისის მისალოც წერილში...
8-05-2022, 21:21
პუტინი ბირთვული ომით კიდევ ერთხელ იმუქრება..
პუტინი ბირთვული ომით კიდევ ერთხელ იმუქრება.....
28-04-2022, 20:33
„ის, რაც უკრაინაში ხდება ტრაგედიაა. თუმცა უბრალოდ, არჩევანი არ იყო, ამიტომ..."-პუტინი
„ის, რაც უკრაინაში ხდება ტრაგედიაა. თუმცა...
15-04-2022, 21:48
ჩვენი ბიჭები გმირობას იჩენენ, ყველაფერს აკეთებენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ იყოს - პუტინი
ჩვენი ბიჭები გმირობას იჩენენ, ყველაფერს აკეთებენ,...
17-03-2022, 22:20
შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა - რუსეთის პრეზიდენტი  პუტინი.....
შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა - რუსეთის...
1-03-2022, 22:22
ჩვენ გვაქვს იარაღი, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს - პუტინი
ჩვენ გვაქვს იარაღი, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ...
23-02-2022, 18:43
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно