მესი მარადონას დონეზეა, როგორ უნდა ლანძღო - პოჩეტინომ ლეო დაიცვა

მესი მარადონას დონეზეა, როგორ უნდა ლანძღო - პოჩეტინომ ლეო დაიცვა

ახალი ამბები / ფეხბურთი
21-11-2022, 10:07



პარი სენ ჟერმენის არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ თანამემამულე ვარსკვლავ ლიონელ მესის შესახებ ვრცლად ისაუბრა. 

“მესის განსჯა არასწორია. მის ოსტატობაში ეჭვი არ მეპარება, მესის საკმარისზე დიდი ნიჭი აქვს, რათა გააკეთოს ის, რისი ვალდებულიც არის და აკეთებს კიდეც. მომავალ სეზონში ნახავთ, სრულად განსხვავებული იქნება. პირველი წელი იყო, რაც ყველაფრის შესასწავლად დასჭირდა.

ახალ გუნდში მოვიდა, ახალი სტილი, ახალი გუნდელები, ახალი გარემო საცხოვრებლად. ამდენი ცვლილება ადამიანზე გავლენას ახდენს. 

მესიზე, როგორც მარადონაზე ცუდად და მითუმეტეს, ლანძღვით საუბარი მიუღებელია. საქმე საშუალო დონის ფეხბურთელს ხომ არ ეხება, ეს მესია, ის მარადონას სიმაღლეზეა. ნათელია, რომ ბარსადან პსჟ-ში გადმოსვლა მისთვის დიდი ცვლილებაა და ლეოს ადაპტაცია სჭირდება.

გარკვეული გარემოებები მესის თავს ისე კომფორტულად არ აგრძნობინებდა, როგორც ბარსელონაში იყო, იქ ხომ 20 წელი გაატარა,” - ციტირებს პოჩეტინოს AS.

34 წლის არგენტინელმა საფრანგეთის ლიგა 1-ში 23 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა. პარიზული კლუბის ფანები კი მესის თამაშით უკმაყოფილო არიან და მისი სახელის გამოცხადებას სტადიონზე სტვენით ხვდებიან ხოლმე. 


კომენტარები
"პსჟმ" ახალ ფოტოსესიაში მესის ფეხსაცმელი არ გამოაჩინა - მიზეზი ცნობილია
"პსჟმ" ახალ ფოტოსესიაში მესის ფეხსაცმელი არ...
12-02-2022, 00:59
მესის საოცარი სერია, რომელიც უკვე მე-18 წელია გრძელდება
მესის საოცარი სერია, რომელიც უკვე მე-18 წელია...
7-02-2022, 20:35
მიულერი ასისტებზე: "თუ ბოლო 3 წლის სტატისტიკას შევხედავთ, მესის ვუსწრებ კიდეც"
მიულერი ასისტებზე: "თუ ბოლო 3 წლის სტატისტიკას...
3-02-2022, 00:50
მესი პსჟ-ში ინდივიდუალურად ვარჯიშობს
მესი პსჟ-ში ინდივიდუალურად ვარჯიშობს...
7-01-2022, 01:01
მესის გეგმები 2022 წელს - არგენტინელი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონის წინ
მესის გეგმები 2022 წელს - არგენტინელი კარიერის...
6-01-2022, 01:20
მესის კორონავირუსი ჯერ დაუდასტურდა, შემდეგ კი - არა
მესის კორონავირუსი ჯერ დაუდასტურდა, შემდეგ კი -...
6-01-2022, 01:18
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно