‘აჯობა? არა მგონია!’ - კლოზემ ლევანდოვსკი და ბენზემა შეადარა

‘აჯობა? არა მგონია!’ - კლოზემ ლევანდოვსკი და ბენზემა შეადარა

ახალი ამბები / ფეხბურთი
3-05-2022, 00:07



წინა სეზონში მიროსლავ კლოზემ მიუნხენის ბაიერნის სამწვრთნელო შტაბში იმუშავა და რობერტ ლევანდოვსკის პირადადაც ძალიან კარგად იცნობს. გერმანიის ნაკრების ყოფილმა ბომბარდირმა “კიკერთან” ინტერვიუში პოლონელი გოლეადორი მადრიდის რეალის ფრანგ თავდამსხმელს, ქარიმ ბენზემას შეადარა და უპასუხა კითხვას, თუ ვინ არის მისი აზრით დღესდღეობით მსოფლიოში საუკეთესო ცენტრფორვარდი

43 წლის კლოზე რეკორდმაისტერში აღარ მუშაობს, მაგრამ მიუნხენური გრანდის ფეხბურთელებს ძალიან კარგად იცნობს - განსაკუთრებით კი ლევანდოვსკის, რომელთან ერთადაც ვარჯიშებზე ყველაზე მეტ დროს ატარებდა.

კლოზე შარშან ბაიერნში ჰანსი ფლიკის ასისტენტი იყო
კლოზე შარშან ბაიერნში ჰანსი ფლიკის ასისტენტი იყო
“ბენზემაც და ლევანდოვსკიც სრულყოფილი ცენტრალური თავდამსხმელები არიან. პირადად მე ყველაზე მეტად მათი სტაბილურობა მაოცებს. ორივეს აქვს ყველაფერი, რაც ტოპ-თავდამსხმელს სჭირდება.” - აცხადებს კლოზე “კიკერთან” ინტერვიუში.

მიროს აზრით, ლევანდოვსკი და ბენზემა დამაგვირგვინებელ ფაზაში ერთნაირად ძლიერები არიან: “მათ გოლები ბოლო წამს ბევრი ფიქრის გარეშე გააქვთ. გააქვთ ყველაფრით და ნებისმიერ სიტუაციაში. ორივე მათგანი ერთნაირად თავდაჯერებული და სრულყოფილია. ორივე ლიდერი და გუნდური მოთამაშეა - დაცვასაც ეხმარებიან და ბურთის ართმევაზე თამაშს არასდროს თაკილობენ. მაგალითად, ლიონელ მესი ან კილიან მბაპე ამას თითქმის არასდროს აკეთებენ.”

'როცა მათ თამაშებს ვუყურებ, მგონია, რომ ლევანდოვსკი უფრო სწრაფია'

რაც შეეხება განსხვავებებს: “როცა მათ თამაშებს ვუყურებ, მგონია, რომ ლევანდოვსკი უფრო სწრაფია, ვიდრე ბენზემა. ბოლო დროს ბევრმა თქვა ასეთი რამ, მაგრამ მე არა მგონია, რომ ბენზემამ ლევანდოვსკის გადაასწრო და მასზე უკეთესი გახდა. მართალია, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ამდენი გოლის გატანა ძალიან ბევრს ნიშნავს და იმაზე მიუთითებს, რომ ბენზემა შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ მე ამ დროისთვის მაინც ლევანდოვსკი მირჩევნია. პოლონელი ბრუტალურად კარგი თავდამსხმელია.” - დაასკვნა კლოზემ.

მიროსლავ კლოზე ბაიერნში 2007-დან 2011 წლამდე თამაშობდა, გერმანიის ნაკრებთან ერთად ის 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მუნდიალების ისტორიაში კლოზე დღემდე საუკეთესო ბომბარდირია - მსოფლიოს ჩემპიონატებზე მას ყველაზე მეტი, 16 გოლი აქვს გატანილი. მეორე ადგილზე ბრაზილიელი რონალდოა - 15 გოლით.


კომენტარები
პსჟ-ს თავბრუდამხვევმა წინადადებამ მბაპეს აზრი ვერ შეაცვლევინა - Marca
პსჟ-ს თავბრუდამხვევმა წინადადებამ მბაპეს აზრი ვერ...
11-04-2022, 01:23
ბენზემა თუ მბაპე? - ტრეზეგემ ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში თავისი ფავორიტი დაასახელა
ბენზემა თუ მბაპე? - ტრეზეგემ ოქროს ბურთისთვის...
10-04-2022, 00:10
მესი TOP 20-შიც აღარაა — ვინ არის ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი Goal.com-ის ვერსიით?
მესი TOP 20-შიც აღარაა — ვინ არის ოქროს ბურთის...
5-04-2022, 21:52
"გამარჯვებულს ჟურნალისტები ავლენენ", - მიულერმა ახსნა, თუ რატომ მოიგო ოქროს ბურთი მესიმ და არა ლევანდოვსკიმ
"გამარჯვებულს ჟურნალისტები ავლენენ", - მიულერმა...
21-02-2022, 01:02
ლევანდოვსკის კარიერის ბოლო წლების გატარება ესპანეთში სურს
ლევანდოვსკის კარიერის ბოლო წლების გატარება...
9-02-2022, 22:03
შესაძლოა, “ბაიერნმა” ლევანდოვსკი გაყიდოს
შესაძლოა, “ბაიერნმა” ლევანდოვსკი გაყიდოს...
21-01-2022, 00:58
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно