ზლატანმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს და მინო რაიოლას სააგენტოში დასაქმდეს
ახალი ამბები / ფეხბურთი
2-05-2022, 22:25
„მილანის“ ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, კარიერის დასრულების შემდეგ შესაძლოა აგენტის საქმიანობა წამოიწყოს.
Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, შვედი გუშინ გარდაცვლილი მისივე აგენტის, მინო რაიოლას სააგენტოს შეუერთდება.
სააგენტოს მართვას მინოს გარდაცვალების შემდეგი ნათესავი, ვინჩენცო რაიოლა გადაიბარებს. იბრაჰიმოვიჩი კი საიმიჯო როლზე მოიაზრება, რადგან მისი ავტორიტეტი მსოფლიო ფეხბურთში ეჭვქვეშ არ დგას.
შეგახსენებთ, რომ 30 აპრილს ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა 54 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
კომენტარები