ბევრი ქართველი დედას მაგინებს, რა გავაკეთე ამისთანა ვერ ვხვდები... მინდა ბოდიში მოვუხადო ქართველ გოგონებს გუშინდელის გამო
პოლიტიკა
21-04-2022, 21:34
ბევრი ქართველი დედას მაგინებს, რა გავაკეთე ამისთანა ვერ ვხვდები... მინდა ბოდიში მოვუხადო ქართველ გოგონებს გუშინდელის გამო
გუშინ ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც რუსი გოგონა ქართველ ქალებს მიმართავდა, რომ არ ინერვიულონ რადგან მათთვის კაცების ახევას არ აპირებდა დიდი აგრესია გამოიწვია ქართველ მოსახლეობაში, ამის საპასუხოდ რუსმა გოგონამ ალისა რუდოლფოვნამ გაავრცელა ვიდეო სადაც ქართველ ქალებს გუშინდელი ვიდეოს გამო ბოდიშს უხდის.
"არავის გაღიზიანება არ მინდოდა... უბრალოდ ვიხუმრე ამ თემაზე, რადგან უკვე ბევრს უხუმრია ამ საკითხზე... მე არ ვუჭერ მხარს რუსეთის პოლიტიკას, არ მომწონს... ვფიქრობ, ქართველები შესანიშნავები არიან... ისინი ყოველთვის ყველას ეხმარებიან, უკეთილშობილესი ხალხია... მიუხედავად იმ ცუდი კომენტარებისა, რაც ჩემს „ვოლზე“ დაიწერა, არ მეგონა ასე ცუდად თუ იმოქმედებდა, მაგრამ თუკი ასე გეწყინათ ბოდიშს ვიხდი... არაფერი ცუდის გაკეთება არ მინდოდა... კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს, ოდესმე ერთმანეთს გავუგებთ და ყველაფერი კარგად იქნება"
კომენტარები