კვიპროსელმა ჟურნალისტმა კაჭარავას ბოდიში მოუხადა - იმედია, 2022 წელი უფრო გონიერებსა და ადამიანურებს გაგვხდის

კვიპროსელმა ჟურნალისტმა კაჭარავას ბოდიში მოუხადა - იმედია, 2022 წელი უფრო გონიერებსა და ადამიანურებს გაგვხდის

ახალი ამბები / ფეხბურთი
3-01-2022, 01:03



ანორთოსისმა" თავდამსხმელ ნიკა კაჭარავას კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით იმის გამო გაუწყვიტა, რომ მან სტადიონზე თანანაკრებელ გურამ კაშიასთან ერთად ყოფნისას, "აპოელის" ფორვარდის, გიორგი ქვილითაიას გატანილი გოლისას გაიღიმა. gipedo.politis.com.cy-ს ჟურნალისტმა დიმიტრის დიმიტრიუმ ამის გამო ფამაგუსტური კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა:

ნიკა კაჭარავა, მე შენ ბოდიშს გიხდი...
"კვიპროსში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, განსაკუთრებით ფეხბურთში.

ცოტა ხნის წინ ერთმა გუნდმა უცხოელი ფეხბურთელი იმის გამო გააგდო, რომ მან თითქოს მეტოქე გუნდში მოთამაშე თანამემამულის მიერ გატანილი გოლი აღნიშნა და ეს გულშემატკივართა თხოვნით გააკეთეს! ისინი ძალიან გაბრაზდნენ, რადგან "ფეისბუქზე" ნახეს, როგორ

ზეიმობდა ქვილითაიას "ომონიასთან" პენალტიდან გატანილ გოლს!

მე ვამბობ, რომ კაჭარავა კი არ ზეიმობდა, არამედ გაიცინა ქართველი ფეხბურთელის რეაქციაზე, რომელიც მასთან სტუმრად იმყოფებოდა და სტადიონზე ტრიბუნაზე ერთად იყვნენ, მაგრამ ჩემს ნათქვამს მნიშვნელობა არ აქვს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კვიპროსში გადაწყვეტილებას გულშემატკივრები იღებენ, კლუბი კი ამ გადაწყვეტილებას ამტკიცებს. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ დონისმა "აპოელში" მორაისის შემცვლელად ალბანელი ტალანტი შეარჩია. როდესაც ის ათენიდან გამომგზავრებას აპირებდა, ქომაგების თხოვნით თვითმფრინავიდან ჩამოსვეს.

ამ ფეხბურთელმა 20 წლის ასაკში გოლის ზეიმისას ხელებით ალბანეთის ეროვნული სიმბოლო გამოსახა! ეს დასჯადი დანაშაულია და ამიტომ ვერ მოხვდა "აპოელში".

ნიკა კაჭარავა, დღეს მე ვწერ ამ სტატიას, რათა დიდი ბოდიში მოგიხადო იმს გამო, რომ თქვენ დაზარალდით. თუ მათ არ სჭირდებოდით, უნდა პირდაპირ ეთქვათ და ეს ფანების მეშვეობით არ უნდა გაეკეთებინათ. ჩემო კეთილო მეგობრებო, იმედი მაქვს, 2022 წელი ჩვენ უფრო გონიერებსა და ადამიანურებს გაგვხდის".


კომენტარები
ბელგიური მედია: ჩაკვეტაძემ სტაგნაცია განიცადა და "გენტი" თანახმაა გაასხვისოს
ბელგიური მედია: ჩაკვეტაძემ სტაგნაცია განიცადა და...
31-12-2021, 01:48
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно