ანსუ ფატი ბარსელონას ექიმებით საშინლად იმედგაცრუებულია
ახალი ამბები / ფეხბურთი
19-04-2022, 09:57
ანსუ ფატი „ბარსელონას“ ექიმებით უკმაყოფილოა.
19 წლის ესპანელი მოედანზე იანვრის შემდეგ ბარძაყის ტრავმის გამო არ გასულა. თუმცა, ის მომჯობინდა, თავს დიდებულად გრძნობს და მოედანზე მზადყოფნასთან ახლოსაა.
ექიმები ანსუს ოპერაციის ჩატარებას ურჩევნდენ, რაც თამაშგარეში უფრო დიდი დროით დატოვებდა, თუმცა ფატიმ კონსერვატიული მკურნალობა აირჩია.
ფატის არ სურდა ახალი ოპერაციის გაკეთება, რადგან პირველ გუნდში დებიუტის შემდეგ უკვე ოთხი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ამ უთანხმოების გამო, Diario Sport-ის ინფორმაციით, ფატი „ბარსელონას“ ექიმებით ძალიან უკმაყოფილო და იმედგაცრუებული დარჩა.
ამ სეზონში ფატის მხოლოდ 10 მატჩი დაუგროვდა, რომლებშიც მან 5 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.
კომენტარები