თქვენო აღამატებულებავ საქართველო და უკრაინა არ უნდა შევიდნენ ნატოში!“ - პრორუსული პარტიების წერილი პუტინს
პოლიტიკა
17-04-2022, 22:05
თქვენო აღამატებულებავ საქართველო და უკრაინა არ უნდა შევიდნენ ნატოში!“ - პრორუსული პარტიების წერილი პუტინს
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო! მიიღეთ ჩვენი რწმუნებულება უმაღლეს პატივისცემაში და ნება მოგვეცით გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება თქვენდამი" -ასე იწყება წერილი, რომელიც 54 არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით თბილისიდან ვლადიმერ პუტინს გაეგზავნა.
"საქართველო და უკრაინა არ უნდა შევიდნენ ნატოში, საქართველომ უნდა გამოაცხადოს სამხედრო ნეიტრალიტეტი" - ვკითხულობთ წერილში, რომელიც "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა გაასაჯაროვა, ის პირველი ხელმომწერია.
"საქართველოს ხელისუფლება რეგულარულად უთმობს ტერიტორიას, ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ ნატოს სამხედრო წვრთნებისთვის, რაც რუსეთისთვის გამოწვევას წარმოადგენს... საქართველო არ არის დამოუკიდებელი, საქართველოს ხელისუფლების საშინაო დავალებაა ამერიკის ხელისუფლების ოფიციალური განცხადებები. ქართველ ხალხს არ უნდა ნატოში" - წერია პუტინისთვის მიწერილ წერილში.
პატრიოტთა ალიანსის მტკიცებით,მათივე გამოკითხვით, ქვეყნის მოსახლეობის 69 % მხარს უჭერს საქართველოს ნეიტრალიტეტს.
"საქართველო გახლართულია საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების ყალბ სოციოლოგიურ კვლევებში, რომ თითქოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას"- ვკითხულობთ წერილში რომელიც პუტინმა თბილისიდან მიიღო. დოკუმენტს ხელს აწერენ "ქართული მარში" და სანდრო ბრეგაძე, სოსო შატბერაშვილი და "მემარცხენე ალიანსი", "ქრისტიან დემოკრატები" და გოჩა ჯოჯუა, "სპორტსმენთა ლიგა" და რამდენიმე სპორტული ფედერაცია
კომენტარები