„ნაცებით“ და მათი ლობისტებით სავსეა უკრაინის სახელისუფლებო წრეები, ძნელად მისახვედრი არ უნდა იყოს თუ ვისი „ჩაწყობილია“ უკრაინიდან თვითმფრინავის გამოგზავნა ქართველი მოხალისეების საბრძოლველად წასაყვანად - ნანა კაკაბაძე

„ნაცებით“ და მათი ლობისტებით სავსეა უკრაინის სახელისუფლებო წრეები, ძნელად მისახვედრი არ უნდა იყოს თუ ვისი „ჩაწყობილია“ უკრაინიდან თვითმფრინავის გამოგზავნა ქართველი მოხალისეების საბრძოლველად წასაყვანად - ნანა კაკაბაძე

პოლიტიკა
2-03-2022, 19:07



არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი უკრაინის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება ნანა კაკაბაძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა.„ნაცების“ მორიგი პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოფიციალურად და ლეგალურად გაეგზავნა მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, თანაც არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, რის გამოც უკრაინამ ელჩი გაიწვია საქართველოდან. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინის პრეზიდენტს სხვა არც ერთი ქვეყნიდან არ გამოუწვევია ელჩი, რომელიც არც სანქციებს შეერთებია და არც მოხალისეები გაუგზავნია უკრაინაში.

შორს რომ არ წავიდეთ, გუშინ მოლდოვამაც განაცხადა, რომ არ უერთდება სანქციებს, მაგრამ რატომღაც ამისთვის „ამორალური“ არავის უწოდებია. რატომ მაინც და მაინც საქართველო? მოლდოვას ოპოზიციას უკრაინაში სათანადო მხარდაჭერა არ გააჩნია. ის კი ყველამ იცის, რომ „ნაცებით“ და მათი ლობისტებით სავსეა უკრაინის სახელისუფლო წრეები და აქედან გამომდინარე, არც ის უნდა იყოს ძნელად მისახვედრი, თუ ვისი „ჩაწყობილია“ უკრაინიდან თვითმფრინავის გამოგზავნა ქართველი მოხალისეების საბრძოლველად წასაყვანად.

ამ „ოპერაციის“ დამგეგმავები წაუგებელ თამაშს თამაშობდნენ - ხელისუფლების მხრიდან მოხალისეების გამგზავრებისთვის ხელშეწყობის შემთხვევაში რუსეთს საქართველოში სამხედრო ოპერაციის ჩატარების საბაბს აძლევდნენ, რითაც მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთხელ გააშიშვლებდნენ აგრესორი რუსეთის სახეს.

ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება ვერ გასცემდა ადეკვატურ პასუხს, „პატრიოტული აღტყინებით“ შეპყრობილი ნაცები მაშინვე მოითხოვდნენ ხელისუფლების გადადგომას. მოხალისეების გამგზავრების დაბლოკვის შემთხვევაში კი მაშინვე ატყდებოდა დიპლომატიური სკანდალი და ნაცები დაანახვებდნენ მსოფლიოს, რომ ხელისუფლება „პრორუსულია“ და მხოლოდ ისინი არიან დასავლეთის დასაყრდენი საქართველოში, რასაც აკეთებენ კიდეც.

უახლოეს პერიოდში საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევის მიმართულებით კიდევ არაერთი მცდელობა იქნება. ასეთი პროვოკაციების მხარდამჭერ გულანთებულ (და ზოგიერთ ტვინანთებულ) ქართველებს კარგად უნდა ახსოვდეთ, რომ არცერთი ქვეყანა არ ერთვება ამ ეტაპზე რუსეთ-უკრაინის ამ საშინელ ომში მოხალისეების გაგზავნის გზით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან განსხვავებით, მათ ქვეყნებში ოკუპანტი სახელმწიფოს ჯარი არ დგას“, - წერს ნანა კაკაბაძე.


კომენტარები
ლავროვი: მესამე მსოფლიო ომი გამანადგურებელი ბირთვული ომი იქნება
ლავროვი: მესამე მსოფლიო ომი გამანადგურებელი...
2-03-2022, 19:05
რუსეთს რო სანქციები დავუწესო იგივეა რაც საკუთარ ხალხს დავუწესო სანქციები?! - პრემიერის არგუმენტები
რუსეთს რო სანქციები დავუწესო იგივეა რაც საკუთარ...
28-02-2022, 18:37
ირაკლის რატომ ლანძღავთ, თქვენი უკრაინის მოქალაქე ბელადიანად ყველა ნაცმა აისხით დანა ჩანგალი ქვაბები, 2008 ში რომ შეგვატოვეს ისე და გაეშურეთ უკრაინის საზღვრისკენ
ირაკლის რატომ ლანძღავთ, თქვენი უკრაინის მოქალაქე...
26-02-2022, 18:10
კობიაშვილი "გაზპრომთან" დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება
კობიაშვილი "გაზპრომთან" დაკავშირებულ...
25-02-2022, 00:45
კალაძე: სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს
კალაძე: სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს...
24-02-2022, 02:07
„ისინი ჩვენს ომში ომობდნენ, მე მათ ვალს ვუხდი“ - უკრაინაში მებრძოლი ქართველი ქალი
„ისინი ჩვენს ომში ომობდნენ, მე მათ ვალს ვუხდი“ -...
25-01-2022, 22:18
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно