"მიდი, საქართველო, დროა!"
პოლიტიკა
27-02-2022, 22:07
"მიდი, საქართველო, დროა!"
ალექსი გონჩარენკო სოციალურ ქსელში საქართველოს მიმართავს. უკრაინული რადას დეპუტატი დამაიმედებელ და ამავე დროს, სარკაზმულ მიმართვაში წერს, რომ მიუხედავად კარგი ამინდისა, ქართველებს აფხაზეთსა და ცხინვალში გასეირნება არ შეუძლიათ.
თუმცა, იქვე დასძენს, რომ რუსეთის მიერ ანექსირებული რეგიონები ქართულ სახელმწიფოს მალე დაუბრუნდება, რადგან უკრაინა რუსეთს ეომება და რუსები"მიწიერ მოგზაურობას" უკრაინაში დაასრულებენ.
"ძვირფასო, ქართველებო, გარეთ მშვენიერი ამინდია - იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში? შეგიძლიათ გაიყოლოთ რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი, ტანკი. მიდით, გამოგადგებათ.
დამპყრობლის მთელი არმია მიიჩქარის უკრაინისკენ, რათა სწრაფად დაასრულოს თავისი მიწიერი მოგზაურობა აქ.
პუტინი სხვა ქვეყნებს კბენს, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია. პატარა პრეზიდენტს ხელებიც მოკლე აქვს; ფინეთმა გამოხატა ნატოში გაწევრიანების სურვილი, კრემლი კი მხოლოდ განცხადებებით აშინებს.
ქართველებო, დაიბრუნეთ რაც გეკუთვნით. რუსეთმა წაგართვათ თქვენი მიწები, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით.
ძალადობით მიტაცებული ნაქურდალი დიდხანს ვერ გაძლებს.
მიდი, საქართველო. დროა." - წერს გონჩარენკო.
კომენტარები