"ტოპ-ფეხბურთელებთან ერთად მითამაშია, მაგრამ სულ სხვა დონე იყო", - ჯერარდმა ლივერპულში საყვარელი თანაგუნდელი დაასახელა
ახალი ამბები / ფეხბურთი
16-04-2022, 00:25
სტივენ ჯერარდმა „ლივერპულში“ თავისი საყვარელი თანაგუნდელი დაასახელა.
ფერნანდო ტორესსა და ლუის სუარესს შორის არჩევნის გაკეთებისას, „ლივერპულის“ ექს-კაპიტანმა ურუგვაელზე შეაჩერა არჩევანი.
„ამაზე სულ მეკითხებიან. ორივე ფენომენები არიან, მაგრამ მე სუარესს ვირჩევ, იმიტომ რომ მას ყველაფერი გააჩნდა.
მე ტოპ-ფეხბურთელებთან ერთად ვითამაშე: ხაბი ალონსო, ხავიერ მასკერანო, ფერნანდო ტორესი. თუმცა ლუის სუარესი სულ სხვა დონე იყო.
არ აქვს აზრი, ვის ეთამაშები, მასთან ერთად მუდმივად იყო შეგრძნება, რომ ის ნებისმიერ მატჩს მოიგებდა შენთვის.“ - აღნიშნა სტივი ჯიმ.
კომენტარები