პურის ფასზე 10 და 15 თეთრით მატება ქვეყანას არ დააქცევს - პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი
პოლიტიკა
15-04-2022, 20:09
პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მალხაზ დოლიძე მიიჩნევს, რომ 10- და 15 თეთრით პურის გაძვირება მნიშვნელოვანი პრობლემა არ უნდა იყოს. საკითხზე მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა. მეწარმე ყოველთვის ცდილობს, როგორც ხარისხში, ისე ფასში რენტაბელური იყოს. ეს ბიზნესის ანბანია. საქართველოში, ისევ ვიმეორებ, რომ 2 თვის მარაგი არის, მაგრამ აქ უკვე ფასი ,,იკბინება“. ახლა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ შაქარზე, ზეთზე და სხვა პროდუქტებზე უსაშველოდ მაღალი ფასი დაფიქსირდა, მე მგონი, 10 და 15 თეთრით ფასის მატება ქვეყანას არ დააქცევს. შეიძლება ამაზე გაბრაზდეს მომხმარებელი, მაგრამ რეალობა ასეთია და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, პირველადი დანიშნულების პროდუქციაზე ფასები იზრდება.
კომენტარები