"ლივერპული სალაჰის დაკარგვის საშიშროების წინაშე რეალურად დგას", - კინი
ახალი ამბები / ფეხბურთი
7-02-2022, 17:35
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა განაცხადა, რომ "ლივერპულს" აქვს ვალდებულება, რაც შეიძლება მალე გააფორმოს ახალი კონტრაქტი თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰთან.
უკვე რამდენიმე თვეა, ლივერპული ცდილობს შეთანხმებას მიაღწიოს თავის წამყვან ბომბარდირთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რომელიც იწურება 2023 წლის ივნისში, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.
კინი თვლის, რომ "წითლებმა" უნდა დააჩქარონ და მოაგვარონ მოჰამედის მომავლის საკითხი შემდეგ სეზონამდე: "ის 29 წლისაა და დღევანდელი ფეხბურთელები ნამდვილი მანქანები არიან.
არ მგონია, რომ ასაკი იყოს პრობლემა. ლივერპულისთვის ეს ბიზნესის საკითხია, ამიტომ მათ მოუწევთ მოლაპარაკება, მაგრამ თქვენ უნდა გააფორმოთ ახალი კონტრაქტი მასთან.
ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და მათ უნდა გადახედონ ამას. თუ ის მომავალ სეზონში ვადამდელი კონტრაქტით გავა, მაშინ თქვენ ნამდვილად შეშფოთდებით, ასე რომ თქვენ უნდა სცადოთ ამის მოგვარება", - განაცხადა ეგვიპტელმა.
კომენტარები