მესი ოცეულშიც ვერ მოხვდა, რონალდუ მეოცეა - ოქროს ბურთის მთავარი პრეტენდენტების ათეული გამოქვეყნდა
ახალი ამბები / საქართველო
12-04-2022, 00:37
Goal.com-მა მიმდინარე სეზონის ოქროს ბურთის მთავარი პრეტენდენტები დაასახელა.
როგორც იცით, წელს წესები შეიცვალა და ოქროს ბურთის მფლობელს არა კალენდარული წლის, არამედ სეზონის მიხედვით გამოავლენენ.
ამჟამინდელი მდგომარეობით, ავტორიტეტულმა გამოცემამ პირველ ადგილზე „რეალის“ ფორვარდი კარიმ ბენზემა დააყენა, მეორეზე კი რობერტ ლევანდოვსკი.
საინტერესოა, რომ ოცეულში ვერ მოხვდა „პსჟ-ს“ შემტევი ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ კი სწორედ მე-20 ადგილს დასჯერდა.
ათეული ასე გამოიყურება:
1. კარიმ ბენზემა (რეალი)
2. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)
3. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
4. კილიან მბაპე (პსჟ)
5. ლუკა მოდრიჩი (რეალი)
6. სადიო მანე (ლივერპული)
7. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
8. ვინისიუსი (რეალი)
9. ფილ ფოდენი (მან სიტი)
10. ტრენტ ალექსანდრ არნოლდი (ლივერპული).
კომენტარები