პუტინს კიბო აქვს? რატომ დაყბება მას თან ექიმი
პოლიტიკა
2-04-2022, 13:51
ვლადიმერ პუტინს მუდმივად თან ახლავს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სპეციალიზირებული ექიმი. ამის შესახებ Dailymail-ი მედია გამოძიებაზე დაყრდნობით წერს.
ქირურგი ევგენი სელივანოვი, მოსკოვის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოდან, რუსეთის ლიდერთან არანაკლებ 35-ჯერ ჩაფრინდა შავი ზღვის კურორტ სოჭში.
საგამოძიებო მედია Project (ან Proekt) მხარს უჭერს ბოლო თეორიებს იმის შესახებ, რომ პუტინმა ომი გამოაცხადა მაშინ, როდესაც მას სამედიცინო პრობლემები აწუხებდა.
ერთი ვერსია არის ის, რომ მას მკურნალობდნენ სტეროიდებით, რამაც გამოიწვია სახისა და კისრის გარშემო შეშუპება.
დასავლეთში გავრცელებული იყო სპეკულაცია, რომ პუტინს სერიოზული სამედიცინო პრობლემები ჰქონდა, როდესაც მან დაიწყო ომი უკრაინაში.
“დაგპირდით, რომ გაგიმხელდითთ კრემლის მთავარ საიდუმლოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობაზე”, – აცხადებს Project.
მოხსენებაში გამოვლინდნენ მედიკოსები, რომლებიც რეგულარულად მოგზაურობენ პუტინთან ერთად.
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სპეციალისტის გარდა, მეორე ნეიროქირურგია.
“სინამდვილეში, არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც პუტინს ნაკლებად აწუხებს – საკუთარი ჯანმრთელობა.
მასში ნათქვამია, რომ პუტინმა საჯაროდ გამოიჩინა ინტერესი ფარისებრი ჯირკვლის კიბოს პრობლემის მიმართ.
“2020 წლის ივლისში ის შეხვდა ენდოკრინოლოგიის ეროვნული სამედიცინო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, ივან დედოვს, რომელიც პუტინის უფროსი ქალიშვილის, მარია ვორონცოვას უფროსია”.
“დედოვმა პრეზიდენტს უთხრა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მაღალი გავრცელების შესახებ და ისაუბრა ახალ ჰორმონალურ პრეპარატზე, ტიროგინზე, რომელიც ებრძვის მეტასტაზებს ოპერაციის შემდეგ.
95-98%-ით აღდგენა?” – ჰკითხა პუტინმა და დადებითი პასუხი მოისმინა.
სამედიცინო წრეებში ნამდვილად საუბრობენ პრეზიდენტის ჯანმრთელობის პრობლემებზე.
ეს საუბრები განსაკუთრებით გაძლიერდა გასული წლის შემოდგომის დასაწყისში, როდესაც პუტინი უცნაურად იქცეოდა.” – ნათქვამია მოხსენებაში.
კოვიდ-19-ის პანდემიის გამო იზოლაციაში ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურმა საბოლოოდ დაიწყო ხალხის შესახვედრად გამოსვლა.
13 სექტემბერს ის შეხვდა პარაოლიმპიელებს და სპორტსმენებს მა მათ მის გარშემო მჭიდროდ შემოხვევის უფლებაც კი მისცა.
ამის შემდეგ კი, ბრბოში მდგომმა პუტინმა მოულოდნელად განაცხადა, რომ იზოლაციაში უნდა წასულიყო, რადგან ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ვინც კორონავირუსით იყო ინფიცირებული.
მეორე დღეს პუტინი იზოლაციაში გადავიდა და დუმის არჩევნებში საკუთარი ოფისიდან მიიღო მონაწილეობა და მთელი სექტემბერი არ გამოჩენილა.
გადიოდა თუ არა პრეზიდენტი მაშინ რაიმე სახის სამედიცინო მკურნალობას, უცნობია, მაგრამ ამის შემდეგ მან დაიწყო ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან დიდ მანძილზე – უზარმაზარი მაგიდების მოპირდაპირე მხარეს.
სამედიცინო პრობლემები 2016-17 წლებში გაუარესდა.
“პრეზიდენტს რეგულარულად თან ახლდა საშუალოდ ხუთი ექიმი”, – ნათქვამია მოხსენებაში.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ პუტინი ხუთჯერ მოულოდნელად გაუჩინარდა თვალთახედვიდან.
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სიმპტომები მოიცავს ფარისებრი ჯირკვლის მიდამოში სქელი კვანძის გაჩენას, ხმის ჩახლეჩას, ყლაპვის გაძნელებას, ტკივილს კისრისა და ყელის არეში, გადიდებულ ლიმფურ კვანძებს კისერზე, მშრალ ხველას, კაწვრის შეგრძნებას ყელში ან მკერდს უკან.
ადრე იყო ვერსია, რომ პუტინი კიბოთი იყო დაავადებული, რასაც კრემლი უარყოფდა.
Project-ს ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, რომ დოქტორი სელივანოვი “მივლინებაში იყო” და “არ არის ცნობილი, როდის დაბრუნდება”.
კომენტარები