დიდი სკანდალი - „ბატონო ზელენსკი, თქვენ რუსეთს ეომებით თუ საქართველოს? უკვე გასაგებია, რაც გსურთ“

დიდი სკანდალი - „ბატონო ზელენსკი, თქვენ რუსეთს ეომებით თუ საქართველოს? უკვე გასაგებია, რაც გსურთ“

პოლიტიკა
8-03-2022, 22:33



დიდი სკანდალი - „ბატონო ზელენსკი, თქვენ რუსეთს ეომებით თუ საქართველოს? უკვე გასაგებია, რაც გსურთ“  

სოციალური ქსელის მომხმარებელი მაიკო ელოშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ წერს და უკრაინის პრეზიდენტს - ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს. მისი თქმით, ზელენსკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიას ატარებს და საქართველოში და ქვეყნის ჩართვა სურს ომში.

„ბატონო ზელენსკი, თქვენ რუსეთს ეომებით თუ საქართველოს?

ელჩი ჩვენგან გაიწვიეთ;

ჩვენს ხელისუფლებას ყოველდღიურ რეჟიმში ლანძღავთ;

კრიმინალი ნაცები კიდევ უფრო ჩაიხუტეთ და უკრაინა მათი კეთილდღეობის პოლიგონად აქციეთ;

საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობთ;

თქვენი განცხადებებით ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას ხელყოფთ და საკუთარი მოსახლეობის წამებასა და მკვლელობაში ბრალდებული ბანდის პოლიტიკურ რეანიმირებას ცდილობთ;
რუსეთმა ქართულ პროდუქტზე ემბარგო მოხსნა და წინასწარ გვემუქრებით, რომ  ქართული პროდუქტი რუსეთში არ გავიდეს...

გასაგებია, რომ საქართველოს ომში ჩართვა და ხელისუფლების შეცვლა გსურთ;

გასაგებია, რომ ამაში დიდ გასამრჯელოს იღებთ და ირგებთ;

გასაგებია, რომ ქართველი ხალხი არ გიყვართ (ჩემი აზრით, არც უკრაინელი);

გასაგებია, რომ როგორც ნიჭიერი მსახიობი, მოცემულ როლს კარგად ასრულებთ; 

გასაგებია, რომ ტრაგიკული შედეგის გამო, ბოლომდე გმირის თამაში გაგიჭირდებათ;

გასაგებია, რომ არც თქვენ დაასრულებთ პოლიტიკურ კარიერას პუტინზე უკეთესად;

ახლა, მორიდებით შეგეკითხებით. როგორც ვხედავ, დრო ბევრი გაქვთ და იქნებ, გვიპასუხოთ:

2008 წელს, როცა რუსი ოკუპანტი ქართულ მიწებს იტაცებდა  და მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავდა,  უკრაინამ თუ შეწყვიტა რუსული პროდუქციის იმპორტი და რუსეთში უკრაინული პროდუქციის ექსპორტი?  

სწორი პასუხი: არა.

იქნებ, ჩვენდამი სოლიდარობის ნიშნად, დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეთ რუსეთთან?

სწორი პასუხი: არა.

რაიმე ქმედითი დახმარება თუ აღმოგვიჩინეთ სახელმწიფო დონეზე? იქნებ ჯარი, ან იარაღი გამოგვიგზავნეთ ან უკრაინელი მოხალისეებით გაძეძგილი თვითმფრინავები?  

სწორი პასუხი: არა.

იქნებ, რუსეთში თქვენი ბიზნესი შეაჩერეთ ჩვენდამი სოლიდარობის ნიშნად ან იქ აღარ ჩადიოდით?

სწორი პასუხი: არა.

იქნებ, პუტინის და საქართველის ოკუპაციის მომხრე რუსებს არ უშვებდით უკრაინაში?

სწორი პასუხი: არა.

ახლა, ომის დროს, იღებს თუ არა უკრაინა რუსეთიდან გაზს და იხდის თუ არა მის საფასურს? 

სწორი პასუხი: დიახ.

მოუთმენლად ველით თქვენგან სწორი პასუხების დადასტურებას.

პატივისცემით,

რუსულ ოკუპაციასთან და კრიმინალ სააკაშვილის ხელისუფლებასთან მებრძოლი ქართველი ხალხი.

სოლიდარობა უკრაინელ ხალხს!“ - წერს მაიკო ელოშვილი.


კომენტარები
ხვალ ზელენსკი ქართველებს მიმართავს - ტელეკომპანია "ფორმულა"
ხვალ ზელენსკი ქართველებს მიმართავს - ტელეკომპანია...
4-03-2022, 00:11
„ნაცებით“ და მათი ლობისტებით სავსეა უკრაინის სახელისუფლებო წრეები, ძნელად მისახვედრი არ უნდა იყოს თუ ვისი „ჩაწყობილია“ უკრაინიდან თვითმფრინავის გამოგზავნა ქართველი მოხალისეების საბრძოლველად წასაყვანად - ნანა კაკაბაძე
„ნაცებით“ და მათი ლობისტებით სავსეა უკრაინის...
2-03-2022, 19:07
“ყველაფერს თქვენი თვალით ნახავთ რა დაემართება რუსეთს..” – ნახეთ მიხეილ ცაგარელის ახლახანს სულისშემძვრელი განცხადება
“ყველაფერს თქვენი თვალით ნახავთ რა დაემართება...
28-02-2022, 21:14
ირაკლის რატომ ლანძღავთ, თქვენი უკრაინის მოქალაქე ბელადიანად ყველა ნაცმა აისხით დანა ჩანგალი ქვაბები, 2008 ში რომ შეგვატოვეს ისე და გაეშურეთ უკრაინის საზღვრისკენ
ირაკლის რატომ ლანძღავთ, თქვენი უკრაინის მოქალაქე...
26-02-2022, 18:10
დაუჯერებელი ამბავი... დიდი სკანდალი ხდება ცნობილი... ეს ყველამ უნდა ნახოს... რა შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული?
დაუჯერებელი ამბავი... დიდი სკანდალი ხდება...
12-02-2022, 21:43
საქართველოს უნიათო მთავრობა, რა გგონია, გავჩუმდები?! მგონი არც იცით, ვინ გადაგეკიდათ" - პეტრე კოლხი მთავრობას მიმართავს
საქართველოს უნიათო მთავრობა, რა გგონია,...
6-01-2022, 18:01
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно