“ყველაფერს თქვენი თვალით ნახავთ რა დაემართება რუსეთს..” – ნახეთ მიხეილ ცაგარელის ახლახანს სულისშემძვრელი განცხადება
პოლიტიკა
28-02-2022, 21:14
“ყველაფერს თქვენი თვალით ნახავთ რა დაემართება რუსეთს..” – ნახეთ მიხეილ ცაგარელის ახლახანს სულისშემძვრელი განცხადება
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის უკან სვლა 2024 წლიდან დაიწყება.
„დადებითი განწყობა და სოლიდარობა უკრაინას – გონებრივი მენტალური ენერგია უზარმაზარია. იოგებს შეუძლია მენტალური ენერგიით ლოდების გადატანა. ამიტომ საჭიროა არა სასოწარკვეთა, არამედ პოზიტიური, დადებითი ემოციების გაგზავნა უკრაინისკენ. გაიცინეთ, გაიხარეთ, მნიშვნელოვანია. რასაც აგზავნით, ყველაფერი მოდის უკან, გაითვალისწინეთ.
რუსეთს მართავს მერწყული, უკრაინას – კურო. კურო ცოტა გვიან იღვიძებს, მაგრამ თუ გაიღვიძა მტრისას… ყველაზე მშვიდობიანი ნიშანია, ამ შემთხვევაში უკრაინა არავის არაფერს უშავებს. მაგრამ თუ მის ოჯახს და სამშობლოს შეეხნენ, მერე მტრისას..
რუსეთმა ერთი შეცდომა დაუშვა, როცა ავღანეთში შევიდა. ავღანეთი მორიელია. როგორ დაამთავრა, იცით. მორიელის შემდეგ ყველაზე საშინელია კური. რადგან მორიელის ბიძაშვილია, ნათესაური კავშირი აქვთ. უკრაინა ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის რუსეთს, რუსეთმა ეს ჯერ არ იცის.
სერაფიმ საროველს, უდიდეს სულიერ ოსტატს ნათქვამი აქვს, რომ რუსეთმა ორ ქვეყანას არ უნდა ახლოს ხელი, ერთი საქართველოა, მეორე უკრაინა. კიევის ლავრაში რა ინახება ქრისტიანული სამყაროსთვის იქ და რა არის საქართველოში, წილხვედრი ქვეყანა ვართ. მან თქვა, თუ ამ ორ ქვეყანას ხელს ახლებთ, ნიშნავს, რომ კარგავთ უფლის მადლს, ძალიან ბევრ რამეს კარგავთ და შეიძლება მთლიანად დაინგრეთო. ეს რომელ საუკუნეში აქვს ნათქვამი… რუსეთს ეს დაავიწყდა, თქვენ 2024 წლის ბოლოსთვის ნახავთ, რა მოხდება რუსეთში. მე მეტს არაფერს ვიტყვი, დანარჩენი პოლიტიკოსებმა ილაპარაკონ“, – განაცხადა ასტროლოგმა.
კომენტარები