ქეცბაია ციხეში პატიმრებთან ერთად ითამაშებს
ახალი ამბები / ფეხბურთი
25-02-2022, 00:44
"ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია მონაწილეობას კვიპროსის ციხეში გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებს.
ქართველი სპეციალისტი სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელმა მიიწვია, რათა პატიმრებთან ერთად ითამაშოს - ამის შესახებ Reporter-ი იუწყება.
philenews-ი კი წერს, რომ ქართველმა მწვრთნელმა ციხის ხელმძღვანელობის მიწვევა სიამოვნებით მიიღო და პატიმრების საქმიანობის ხელშეწყობაში საკუთარ წვლილს შეიტანს:
"ქეცბაიამ ისურვა, სპორტული ამუნიცია ჩაიცვას და ითამაშოს."
კომენტარები