მანჩესტერს ატლეტიკოსთან მატჩი ახალგაზრდა ელანგამ გადაურჩინა - ყველაფერი ინგლისში გადაწყდება
ახალი ამბები / საქართველო
24-02-2022, 02:11
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის „ატლეტიკომ“ შინ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა.
შეხვედრა მადრიდში „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.
„ატლეტიკო“ მე-7 წუთზე ჟოაო ფელიქსის გოლით დაწინაურდა და მინიმალური ანგარიში მატჩის მე-80 წუთამდე შენარჩუნდა, როცა
წონასწორობის აღდგენა ახალგაზრდა ენტონი ელანგამ გაათანაბრა, რომელიც მოედანზე იქამდე 5 წუთით ადრე გამოვიდა.
ამრიგად, გუნდები ფრეზე შეთანხმდნენ და ყველაფერი მანჩესტერში 15 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე გადაწყდება.
კომენტარები