„ბევრმა საქართველო იცის ორი პერსონით, ესენი არიან იოსებ სტალინი და მიხეილ სააკაშვილი“ - გუბაზ სანიკიძე

„ბევრმა საქართველო იცის ორი პერსონით, ესენი არიან იოსებ სტალინი და მიხეილ სააკაშვილი“ - გუბაზ სანიკიძე

პოლიტიკა
22-02-2022, 19:28



ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად ექსპეზიდენტმა კვლავ შიმშილობა გამოაცხადა.სანიკიძემ მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას, რადგან საქართველოს რეკონკისტა სჭირდება და მიხეილ სააკაშვილი ამ ბრძოლაში აუცილებელია. 

„ძალიან მძიმე ამბავია ჩემთვისაც და არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველასთვის, მისი მომხრეებისთვის, განსაკუთრებით მისი ოჯახის წევრებისთვის, იმიტომ რომ ის ჯოჯოხეთი, რაც გაიარა მიშამ, ის 50-დღიანი და ლამის გონების წართმევამდე მიიყვანა თავი, იმის გამეორება კიდევ, ამაზე ადამიანი მეორეჯერ წავიდეს, ნიშნავს, რომ შინაგანი სიმტკიცე აქვს, ჩემთვის მართლაც რომ გასაკვირია.

მე ვთვლი, რომ მიშას ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს იმ საქმისთვის, რომლისთვისაც ის იბრძვის, ბრძოლა საკუთარი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის განთავისუფლებისთვის კი არა, ლამის რეკონკისტისთვის, იმიტომ რომ რეკონკისტა არის საკუთარი სამშობლოს ხელახალი დაპყრობა და ეს დაგვჭირდება ჩვენ, როგორც ესპანელებს ჰქონდათ ეს თავის დროზე. მით უმეტეს, იმ ვითარებაში, რაც შეიქმნა, ყოველგვარი დამალვის და კონსპირაციის გარეშე საქართველო აღმოჩნდა რუსეთ-ბელორუსის ბანაკში, ბნელ ბანაკში, ორკების ბანაკში, ამიტომ მიშა, ჩემო მეგობარო ვთვლი, რომ ძალიან უნდა გაუფრთხილდე შენს ჯანმრთელობას,“- განაცხადა სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.


კომენტარები
ეს დიდი გამარჯვებაა!!! მიხეილ სააკაშვილი ამ წუთებში უმაგრეს ინფორმაციას ავრცელებს გილოცავთ მიშას მომხრეებს
ეს დიდი გამარჯვებაა!!! მიხეილ სააკაშვილი ამ...
21-02-2022, 21:34
"ეს იქნება ჩემთვის ბოდიშის მოხდაზე მეტი..." - რას აცხადებს კობა დავითაშვილის შვილი სააკაშვილზე
"ეს იქნება ჩემთვის ბოდიშის მოხდაზე მეტი..." - რას...
3-02-2022, 22:03
"ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ შეუქცევადი შედეგი..."-სააკაშვილი
"ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ შეუქცევადი...
18-01-2022, 21:25
მძიმე დაავადება მაქვს , რომელიც საქართველოში არ იკურნება – მიხეილ სააკაშვილი
მძიმე დაავადება მაქვს , რომელიც საქართველოში არ...
13-01-2022, 17:28
„ქართველების რძალი ხარ, ერთი სიტყვა საქართველოზეც თქვი“, - როგორ საყვედურობენ ქართველები ლიზა იასკოს
„ქართველების რძალი ხარ, ერთი სიტყვა საქართველოზეც...
10-01-2022, 22:22
მერე რა, რომ სააკაშვილია. სხვა პატიმრებმა რა დააშავეს? რატომ უნდა იყვნენ პრივილეგირებული ადამიანები?: გიორგი ფხაკაძე სააკაშვილზე
მერე რა, რომ სააკაშვილია. სხვა პატიმრებმა რა...
10-01-2022, 17:13
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно