გერმანული მედია: ცვლილებებმა "ჰამბურგი" გამოაცოცხლა
ახალი ამბები / ფეხბურთი
22-02-2022, 01:27
გიორგი ჩაკვეტაძის "ჰამბურგმა" სტუმრად "ზანდჰაუზენი" (1:1) ვერ დაამარცხა და გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გალიდერების შანსი დაკარგა - ვერც მათმა მომავალმა მეტოქე ბრემენის "ვერდერმა" გაიმარჯვა ("ინგლოშტადთან" 1:1). ვალტერის გუნდს პირველი ტაიმი ჩაუვარდა, მეორე ნახევარში კი სიტუაცია გამოასწორა და შეხვედრის გადარჩენა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ 34-ე წუთზე მასპინძლებისთვის მე-2 გოლი ხელით თამაშის გამო რომ არ გაეუქმებინათ, არავინ იცის, რა მოხდებოდა...
Abendblatt-ი წერს, რომ მეორე ტაიმის დასაწყისშივე 3 ახალი ფეხბურთელის შემოყვანამ სტუმრების თამაში უკეთესი გახადა. ერთ-ერთი ახალი მოთამაშე გიორგი ჩაკვეტაძე იყო, რომელმაც მშვენიერი რეიდი მოიწყო
და გატანაც შეეძლო:
"ჰამბურგმა" შეხვედრა დაიწყო, როგორც მოყვარულმა გუნდმა და დაასრულა, როგორც პროფესიონალურმა...
ვალტერის შეგირდებმა "ზანდჰაუზენთან" მხოლოდ ერთი ქულა აიღეს. საშინელი პირველი ტაიმის შემდეგ, ჰამბურგელები მეორე ნახევარში ახალი გუნდით გამოვიდნენ და ანგარიში გაათანაბრეს (1:1).
მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო თერთმეტეულში ცვლილება არ შეიტანა და გაირკვა, რომელ ფეხბურთელებს ენდობა ვალტერი ყველაზე მეტად...
უკვე მატჩის სტარტზევე "ჰამბურგი" უინტერესოდ გამოიყურებოდა - ტემპი დაბალი იყო, პასები - გრძელი და უმისამართო, შეტევაში თამაში კი არ არსებობდა. მათი მეტოქე გაცილებით მეტი ენთუზიაზმით თამაშობდა.
მეორე ტაიმში კინსომბი, ჩაკვეტაძე და გიამერა შემოვიდნენ და ამან თამაშში სერიოზული ეფექტი შეიტანა - დაწყებიდან ხუთი წუთის შემდეგ "ჰამბურგმა" შეტევაში უფრო მეტი შექმნა წინ, ვიდრე წინა 45-ში. გათანაბრების საუკეთესო შანსიც შეიქმნა...
სონი კიტელმა (რომელმაც ანგარიში გაათანაბრა) ერთხელაც აჩვენა, რომ ამ გუნდისთვის შეუცვლელია..."
კომენტარები