"ვაპატიებ... ეპატიება... ჩემი დიდი სიყვარული და ტკივილი..."

"ვაპატიებ... ეპატიება... ჩემი დიდი სიყვარული და ტკივილი..."

პოლიტიკა
18-02-2022, 21:03



"ვაპატიებ... ეპატიება... ჩემი დიდი სიყვარული და ტკივილი..."


საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი დღეს, 23 დეკემბერს 53 წლის გახდა. მან საქართველოში უამრავი ადამიანის გული მოიგო, ბევრ საქველმოქმედო საქმესა და პროექტში იყო ჩართული.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის გარშემო მუდმივად იყო ჭორები, რომლებსაც ხან სტატიებს უძღვნიდნენ ძირითადად რუსულ პრესაში, ხან ფილმს თუ სერიალს იღებდნენ, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მის გვერდით ყოველთვის იდგა სანდრა რულოვსი და, როგორც შეეძლო,  ამ ჭორებს ანეიტრალებდა.



5 წლის წინ სანდრა რულოვსი ამ მითქმა-მოთქმას ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში შეეხო.


_ ჭორებზე იყო ერთი-ორი მომენტი, მაგრამ მივხვდი, რომ არ ღირს ამაში ღრმად შესვლა. იცით, რა იყო ჩემი კრიტერიუმი? რამე რომ მოხდეს, ან მიწისძვრა, ან რაღაც უბედურება, ვინ წაიყვანს მიშას უსაფრთხო ადგილზე, ის თუ მე და ჩემი ბავშვები? სანამ პასუხი იყო, რომ მე, წყნარად ვიყავი.


მიშას ბევრი მტერი ჰყავს მისი პოლიტიკის გამო. მას ყოველთვის ემუქრებოდნენ პუტინიდან დაწყებული. ერთი ტყვია უნდა, ერთი უბედურება, ჩაიში ერთი წამალი…ჩემი ქმარი დიდ რისკებზე მიდის და არ შეიძლება მე დავიწყო _ აბა, ახლა შენ საღამოს ჩემთან უნდა მოხვიდე, აბა, მითხარი, სად იძინებ… ამის თქმის უფლებას ვერ ვაძლევდი თავს.ვაპატიებ… ეპატიება _ ასეთი განწყობა მქონდა ყოველთვის, _ ყვებოდა სანდრა რულოვსი.



 მიშაში მომწონს ერთგულება, პატრიოტიზმი, პატიოსნება.ის მაქსიმალისტია. რაც ნაკლებად მომწონს მიშაში, არის ის, რომ საკუთარ თავს ბევრს სთხოვს. რამდენიმე საათი სძინავს. მინდა, თავს მიხედოს. ვუსურვებდი ადამიანური გრაფიკით ცხოვრებას, _ ყვებოდა ქართველების ჰოლანდიელი რძალი ,,სარკესთან”.

2011 წელს სანდრა რულოვსის ცხოვრებაში რთული პერიოდი იყო, ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა.


„ჩემს დიაგნოზს ერქვა ნულოვანი სტადია.დედაჩემმა თქვა, ნეტავ, მე რატომ არ დამემართაო. ეს ჩემთვის მძიმე მოსასმენი იყო. ვიფიქრე, რომ ექიმისთვის უნდა მომესმინა და ძუძუ მომეკვეთა…


ოპერაცია ამერიკაში გავიკეთე. არ მინდოდა ამის გახმაურება, ქალურ სილამაზეზეა საუბარი…ამ ამბავმა გამაძლიერა. ეს არის ბომბი შენს ცხოვრებაში. ფიქრობ, 5 წელიწადში აღარ იქნები, როგორ იქნება ედუარდი, ნიკუშა… რას იზამს ჩემი ოჯახი?!..“ _  ყვებოდა  სანდრა რულოვსი


კომენტარები
"ყველა ნორმალურ ქვეყანაში პრეზიდენტის ოჯახს არჩენენ, იცით თქვენ, რომ პრეზიდენტის ხელფასი 3 000 ლარი იყო, როგორ უნდა ეხადა ყველაფერი? გიული ალასანია
"ყველა ნორმალურ ქვეყანაში პრეზიდენტის ოჯახს...
15-02-2022, 18:10
”დედამ მომწერა, მე ვეღარ ვიცოცხლებ და შენი იმედი მაქვს, ჩემი შვილები ერთმანეთს არ დააშოროო…” – ნახეთ ალექსანდრე ზაზარაშვილის დედამ 4 ბავშვი იშვილა. წარმოუდგენელი ისტორია
”დედამ მომწერა, მე ვეღარ ვიცოცხლებ და შენი იმედი...
20-01-2022, 20:54
"მიშა არასდროს მოჰქცევია ცუდად პარტნიორ ქალებს, ცდილობდა მათთვის კარგი მომავალი შეექმნა, საიმედო ხელში ჩაებარებინა"
"მიშა არასდროს მოჰქცევია ცუდად პარტნიორ ქალებს,...
10-01-2022, 22:08
ნახეთ რას პატიობს სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილს
ნახეთ რას პატიობს სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილს...
7-01-2022, 21:46
“არ გეტყვი, რომ ეს შეცდომა იყო… მართლა რაღაც მოლოდინი მქონდა…” – სანდრა რულოვსი
“არ გეტყვი, რომ ეს შეცდომა იყო… მართლა რაღაც...
2-01-2022, 21:01
“ყველა შენ მოძულეს და მტერს მოუ** გამზრდელი დედა… ნა***რი პუტინის საამებლად ვერ გავიმეტებ, რაც არ უნდა წყენა და ბრაზი მქონდეს მის მიმართ – თავისუფლება მიშას!” – თამაზ ელიზბარაშვილი
“ყველა შენ მოძულეს და მტერს მოუ** გამზრდელი დედა…...
16-01-2022, 17:23
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно