“არ გეტყვი, რომ ეს შეცდომა იყო… მართლა რაღაც მოლოდინი მქონდა…” – სანდრა რულოვსი
პოლიტიკა
2-01-2022, 21:01
“არ გეტყვი, რომ ეს შეცდომა იყო… მართლა რაღაც მოლოდინი მქონდა…” – სანდრა რულოვსი
“არის თუ არა თქვენს წარმოდგენებში ფიქრი იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, საქართველოს პოლიტიკაში ხელახლა წარმოჩნდებით” – ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, გადაცემის “დროება” წამყვანის, გიორგი თარგამაძის შეკითხვას, საქართველოს ყოფილმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა შემდეგნაირად უპასუხა:
“არა, ნამდვილად არა! არ გეტყვი, რომ ეს შეცდომა იყო… მე მქონდა მართლა რაღაც მოლოდინი, როგორც ალბათ ახლა წალენჯიხის მერს, რომ მე ვარ პირველი მერცხალი, რომ შეიძლება მოვიგოთ და გავაკეთოთ, ქალაქის სხვანაირი მოდელი… მეც ზუსტად ასეთი მოლოდინი მქონდა ზუგდიდთან მიმართებაში… ეს იყო 2019 წელს. მაშინ, ვფიქრობდი, თუ მე ძლიერი კანდიდატი ვარ, თუ აქ გავიმარჯვებდი, ეს იქნებოდა, როგორც პარტიისთვის, ისე მთელი ოპოზიციისთვის წამახალისებელი, რომ ე.ი. შესაძლებელია ბრძოლის მოგება. მე შემეძლო განსხვავებული ვყოფილიყავი.
რა თქმა უნდა, გამარჯვებული ვიყავი, უბრალოდ წამართვეს. “, – ამბობს რულოვსო.
როგორც სანდრა რულოვსმა აღნიშნა, პოლიტიკურ პროცესებში მისი ჩართულობა აუცილებლობას არ წარმოადგენს.
“არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ჩემს, როგორც მოქალაქის ინტერესებს იცავენ, (რა თქმა უნდა, ოპოზიციიდან) და არ არის აუცილებელი, რომ ამაში ჩართული ვიყო. მე უფრო სხვა მიმართულებით მინდა ვიმუშავო”, – ამბობს სანდრა რულოვსო გიორგი თარგამეძთან ინეტრვიუში.
კომენტარები