"დაცვის დაქირავება მომიწია..." - ცნობილი შემთხვევის შემდეგ ლატიფის მოკვლით ემუქრებოდნენ
ახალი ამბები
18-02-2022, 00:51
ალბათ, ყველას ახსოვს 2021 წლის ფორმულა 1-ის სეზონის ფინალური რბოლა აბუ-დაბიში, სადაც ლუის ჰამილტონს ფინიშის ხაზის გადაკვეთამდე რამდენიმე წრეღა რჩებოდა, რა დროსაც ნიკოლას ლატიფის ბოლიდი მოუსრიალდა და კედელს დაეჯახა, რის გამოც ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოჩნდა, მაქს ფერსტაპენმა პიტ-სტოპზე შეიარა, ახალი საბურავები დააყენა და სერ ლუისსაც თითქმის მოპოვებული გამარჯვება ხელიდან წაართვა.
როგორც კანადელი მრბოლელი აცხადებს, ამ რბოლის შემდეგ დაცვის დაქირავება მოუწია, რადგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბრიტანელისა და "მერსედესის" გულშემატკივრები მოკვლით ემუქრებოდნენ.
"ზოგიერთს შეიძლება გაეცინოს კიდევაც, თუმცა მაშინ დაცვის დაქირავება მომიწია. საფრთხეს
ვგრძნობდი, რადგან ერთმა ადამიანმა შესაძლოა კონტროლი დაკარგოს საკუთარ თავზე... უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ მაშინ ეს გადაწყვეტილება მივიღე და სწორადაც მოვიქეცი" - განაცხადა "უილიამსის" მძღოლმა.
კომენტარები