მესი რეალთან მატჩის შემდეგ იმედგაცრუებული იყო - არგენტინელი გასახდელში ნეიმარმა დაამშვიდა
ახალი ამბები / ფეხბურთი
17-02-2022, 00:54
ცნობილი გახდა დეტალები, თუ როგორი ატმოსფერო სუფევდა „პსჟ-ს“ გასახდელში „რეალის“ დამარცხების შემდეგ.
ფეხბურთელები ძალიან გახარებულები იყვნენ, გასახდელში ემოციებს გამოხატავდნენ, მაგრამ ეიფორია არ ყოფილა. ფეხბურთელებსაც და კლუბსაც, საჯაროდ სიხარულის გამოხატვა არ სურდათ, ამიტომ სოციალურ ქსელში „რეალთან“ გამარჯვების ბევრი პოსტი არც გამოჩენილა.
„პსჟ-ში“ იაზრებენ, რომ შესანიშნავად ითამაშეს, მაგრამ ასევე ხვდებიან, რომ კლუბის ამბიციები ბევრად მაღალია.
„ჩვენ გამოციდლება დავაგროვეთ. წარსულში კომუნიკაციის თვალსაზრისით ბევრად მეტს გავაკეთებდით. ახლა კი გადავწყვიტეთ ეს არ გაგვეკეთებინა. ყველაფერი რაც მოხდა, ჩვენს შორის დარჩა.“ - აღნიშნა კლუბის ერთ-ერთმა თანაშრომელმა „რეალთან“ მატჩის შემდეგ.
პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფიი „რეალის“ დამარცხების შემდეგ გასახდელში გამოვიდა სიტყვით, რომელშიც გუნდური თამაშის მაღალი დონე შეაფასა და სამწვრთნელო შტაბის, ფეხბურთელების და მენეჯმენტის სწორი მუშაობა შეაქო, მაგრამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჯერ არაფერი მოგებული არ არის.
RMC Sport-ის ინფორმაციით, თავდაპირველად ლეო მესი გულდაწყვეტილი ჩანდა, მიუხედავად გუნდური სიხარულისა. ის ხვდება, რომ „რეალთან“ მატჩში გაცილებით უკეთ შეეძლო და უნდა ეთამაშა, თუმცა, გასახდელში მალევე ის ნეიმარმა დაამშვიდა.
კომენტარები