სტერლინგი: "ეს გამარჯვება სწორ გზაზე გადადგმული მორიგი ნაბიჯი იყო"
ახალი ამბები / ფეხბურთი
11-02-2022, 00:54
"მანჩესტერ სიტიმ" გუშინ პრემიერლიგის ბოლო 5 სეზონში მეოთხე ტიტულისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
"სიტიზენებმა" ამჯერად "ბრენტფორდს" უმასპინძლეს და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქის პირველ 40 წუთში გატეხვა გაუჭირდათ, მეტოქეს მაინც დამაჯერებელი სხვაობით, 2:0 მოუგეს.
პირველი გოლი რიად მაჰრეზმა რაჰიმ სტერლინგის მოპოვებული პენალტით გაიტანა, 69-ე წუთზე კი თავი კევინ დე ბრუინმა გამოიჩინა.
სხვათა შორის, BT Sport-ს მატჩის შემდეგ სტერლინგმა მცირე ინტერვიუც მისცა.
"მათ საქმე ძალიან გაგვირთულეს და ეს გასაკვირი არ იყო, რადგან მათ სტადიონზეც გაგვიჭირდა. მოწინააღმდეგის ჩამოშლა გაძნელდა, მაგრამ ორი გოლის გატანა მაინც შევძელით.
წინ უნდა გვეარა, შეგვექმნა შანსები და რომელიმეს გამოვიყენებდით. პენალტი მოვიპოვეთ, მეორე ტაიმში კი კევინმა გაიტანა.
კომენტარები