"ჩემს კარიერაში ეს შავი ლაქაა..." - კაშია განვლილ კარიერაზე საუბრობს

"ჩემს კარიერაში ეს შავი ლაქაა..." - კაშია განვლილ კარიერაზე საუბრობს

ახალი ამბები / ფეხბურთი
10-02-2022, 13:20



ბრატისლავის "სლოვანმა" გურამ კაშიასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ქართველი ფეხბურთელი სხვადასხვა საკითხზე საუბრობს.

- თქვენ საქართველოს დედაქალაქ თბილისში გაიზარდეთ, სადაც ყველაზე ძლიერი გუნდი "დინამოა". როგორ და როდის გადადგით პირველი ნაბიჯი ფეხბურთში?
- მყავს ძმა და ბაბუა, რომელიც თბილისის "დინამოს" დიდი ქომაგია. მამაჩემი რაგბის თამაშობდა. როდესაც ჩემს ძმას 9 წელი შეუსრულდა, მამას სთხოვა, რომ ფეხბურთის სინჯებზე მიეყვანა. პატარაობაში ვერ ვხვდებოდი, თუ რატომ გადიოდა ის ხშირად სახლიდან, მე ჯერ პატარა ვიყავი და ჩემი მშობელი არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ მეც შევძლებდი თამაშს, თუმცა ვიპოვეთ




გუნდი, სადაც მხოლოდ ჯინსითა და სასკოლო მაისურით ვითამაშე. მაშინვე მივხვდი, რომ ძალიან შემიყვარდა სპორტის ეს სახეობა, ჩემი ინსპირაცია კი ძმა იყო, მისი ყოველთვის მადლიერი ვარ.

- როდის მოჰკიდეთ სერიოზულად ხელი ფეხბურთს?
- თბილისის "დინამოს" აკადემიაში, სადაც ამირჩიეს, მახსოვს, ასობით ქართველი ბავშვი იღებდა მონაწილეობას. მიმიწვიეს ერთკვირიან სინჯებზე, შემდეგ კი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი შემომთავაზეს. თავდაპირველად 16-წლამდელთა გუნდში გამოვდიოდი, 16 წლის ასაკში კი უკვე სარეზვერვო გუნდში აღმოვჩნდი, რაც კარიერულად დიდი ნახტომი იყო. ჩემ გვერდით იყო ჩემი ძმაც, რომელიც ძალიან მეხმარებოდა. 19 წლის ასაკში კი უკვე პირველ გუნდთან ერთად სადებიუტო შეხვედრა ჩავატარე. ნელ-ნელა მოვიპოვე ადგილი ძირითად შემადგენლობაშიც.

- შეერკინეთ თუ არა არჩევანს ფეხბურთსა და განათლებას შორის? თუ თავიდანვე ნათელი იყო, რომ სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა გაიმარჯვებდა?
- სკოლაში კარგად არ ვსწავლობდი. მაშინდელი განათლების სისტემა საბჭოურ პრინციპებს ითვალისწინებდა, მეზიზღებოდა სკოლაში მისვლა. ამიტომ ჩემი ქალიშვილის განათლებაში მე და ჩემი მეუღლე დიდ ინვესტიციას ვდებთ. არჩევანიც არ მქონდა, რადგან კარგი აკადემიური მოსწრებით არ გამოვირჩეოდი, სპორტი უპრობლემოდ ავირჩიე. სიმართლე გითხრათ, ცოტა მრცხვენია, რომ უმაღლესი განათლება არ მაქვს, თუმცა ახლა სპორტის მენეჯმენტის სწავლა დავიწყე და ნელ-ნელა ვცდილობ, საკუთარი თავი ყოველმხრივ განვავითარო. ეს იქნება ჩემი გზა კარიერის დასრულების შემდეგ.

- თავიდანვე დაცვის ცენტრში თამაშობდით?
- ეროვნულ ნაკრებში ხშირად მარჯვენა მცველად ვთამაშობდი, თუმცა ყველაზე კარგად თავს შუა მცველად ვგრძნობ. შემიძლია თამაშის წაკითხვა, ვგრძნობ შეხვედრას, გუნდს ვაორგანიზებ. ჩემი სისწრაფიდან გამომდინარე, ყველა პოზიციაზე ერთნაირად კარგად ვერ ვითამაშებდი (იცინის). რაც ჩამოვთვალე, ჩემი თვისებებია. ბავშვობაში შემტევად თამაში მიზიდავდა. ჩემი ბაბუა თითოეულ გატანილ გოლში 25 თეთრს მაძლევდა, რაც იმის მოტივაციას მაძლევდა, რომ ახალი ბუცები უკვე ჩემით მეყიდა. მითამაშია ლიბეროდ, რადგან ყველაზე ჭკვიანი ვიყავი, თუმცა ყველაზე ნელიც.

- გახსოვთ თბილისური გუნდის შემადგენლობაში დებიუტი? 2007/08 წლებში თქვენ გუნდის ჩემპიონობაში საკუთარი წვლილი შეიტანეთ...
- 2 წლის განმავლობაში შევძელი ძირითადი ფეხბურთელი და კაპიტანი გავმხდარიყავი. სასაცილო ფაქტია, რომ ჩემი უფროსი ძმის გუნდში კაპიტანი ვიყავი (ერთად თამაშობდნენ იმდროინდელ "დინამოში"). მწვრთნელებში ძალიან გამიმართლა, ძალიან მოვწონდი, სხვა გუნდიდან მთავარში აღზევების საშუალება და მოედანზე საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა მომცეს. მთელ დროს ფეხბურთს ვუთმობდი, წარმატების სურვილი არ მასვენებდა. მაშინ გავიაზრე, რომ კარგი კარიერა გამომივიდოდა. 22 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში დებიუტი მქონდა, ამის შემდეგ ევროპის კარი გამეხსნა. "დინამოში" თამაში იგივეა, როგორც სლოვაკეთში "სლოვანში" ასპარეზობა. შენ ქვეყნის დიდებულ გუნდში გამოდიხარ, ამიტომ მედია და საზოგადოება ყოველთვის ყურადღებით გაკვირდება. 3 გოლითაც რომ მოიგო, მაინც უკმარისობის გრძნობა გრჩება.

- როგორი გრძნობა იყო კაპიტნობა, სხვა ფეხბურთელების უფროსობა, მათ შორის, საკუთარი ძმისაც კი?
- სახალისოა. ერთსა და იმავე პოზიციაზე ვთამაშობდით. მატჩის მიმდინარეობისას, თუ ერთად ვთამაშობდით, ვუყვიროდი კიდევაც (იცინის). ჩვენ სხვადასხვა ტიპაჟი ვართ. ჩემგან ენერგია მოდის, რომ სხვები ავიყოლია, ჩემი დედმამიშვილი კი პირიქით - წყნარია. ბევრს ვკამათობდით სიმშვიდესა და სიწყნარეზე. ბავშვობაში ეზოში ფეხბურთს ყოველთვის საპირისპირო გუნდში ვთამაშობდით, ერთად არასდროს... ორივე გამარჯვებულის მენტალიტეტით ვიყავით დაჯილდოებული და წაგება გვეზიზღებოდა. ოჯახური კამათის მიზეზიც ეს იყო, რომ რომელიღაც მოიგო და რომელიღაცამ წააგო. ახლა ეს ყველაფერი ტკბილად მახსენდება. დედა და ბებია ჩემს ახალგაზრდულ მატჩებს ესწრებოდნენ, როდესაც ბავშვი ვიყავი. ამ ყველაფერთან შეგუება ძალიან მიჭირდა, ძალიან მინდოდა შეცდომა არ დამეშვა და მათთვის იმედები არ გამეცრუებინა, თუმცა ამ ყველაფერმა საბოლოოდ ჩემი ამჟამინდელი პიროვნება ჩამოაყალიბა. ნებისმიერ სიტუაციაში ვაფასებ ჩემს ძმასთან ურთიერთობას, მან პირველმა დამაყენა გზაზე და მისი მადლიერი ვარ. დღეს უფრო კარგად ვხვდები, თუ რაოდენ საოცარია, იყო ფეხბურთელი.

- საქართველოში ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტია?

- დიახ, მიუხედავად იმისა, რომ რაგბისა და კალათბურთში უფრო დიდ წარმატებას მივაღწიეთ. ასევე ვასპარეზობთ ძიუდოსა და ჭიდაობაშიც.

Sportall.Ge

- 2010 წელს ნიდერლანდებში, კერძოდ, არნემის "ვიტესში" გადახვედით. შეგიძლიათ დეტალებზე გვესაუბროთ?
- "დინამოსთან" კონტრაქტი ამომეწურა. ახალი კი შემომთავაზეს, თუმცა უარი ვუთხარი, რადგან უცხოეთში წასვლა მინდოდა. ლიგის საუკეთესო მცველადაც დასახელებული ვიყავი. ეს მაქსიმუმი იყო. როცა 22-23 წლის ხარ, კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდე. ჩემთვის ეს ნიდერლანდებში წასვლა იყო, სადაც ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები მექნებოდა. "ვიტესში" თავდაპირველად ხელი 10-თვიან კონტრაქტს მოვაწერე. მოგეხსენებათ, გუნდი ქართველს ეკუთვნოდა და შანსიც მომცა. საბოლოოდ, იქ 9 ლამაზი წელი ვითამაშე.

- რამდენად სწრაფად ადაპტირ
ით ახალ კლუბთან და ქვეყანასთან?
- ფაქტობრივად, ჩამოსვლის შემდეგ რეგულარულად დავიწყე თამაში. თავიდან - მარჯვენა მცველად, 1 წლის შემდეგ უკვე კაპიტანი გავხდი. მაშინ ინგლისურიც არ ვიცოდი კარგად, თუმცა ჩემი მენტალური და ლიდერული თვისებები ყველაფერს წონიდა... მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდი და გულშემატკივრებსაც მოვწონდი. ჩემს სახელს სკანდირებდნენ, რაც დამატებით მოტივაციას მაძლევდა, რომ მოედანზე ყველაფერი დამეტოვებინა და მათთვის საუკეთესო შედეგი მომეტანა. ნელ-ნელა წარმატებით ავთამაშდით და ევროპულ ტურნირებზეც გავედით. სამწუხაროდ, საქართველოდან რთულია პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მონაწილეობა მიიღო. მინდა აქედან მადლობა გადავუხადო მათ, ვინც გვერდით მედგა.

- იშვიათია, გუნდის გულშემატკივრებმა სხვა ქვეყნიდან ჩასული ფეხბურთელი ასე სწრაფად შეიყვარონ, 1 წლის შემდეგ კი კაპიტნის სამკლაური მოგცენ. რა თქმა უნდა, პასუხი რთული იქნება, თუმცა მაინც - რამ განაპირობა "ვიტესში" თქვენი ასეთი ძლიერი პოზიცია?
- ვფიქრობ, გულშემატკივრებს შეუძლიათ დიდი ენტუზიაზმით მოთამაშე ფეხბურთელებს გაუგონ. გუნდის მიმართ ერთგული ვიყავი. მქონდა სხვა წამყვანი ევროპული ლიგიდან შემოთავაზებები, თუმცა არ წავედი. ყოველ შეხვედრაში ჩემს მაქსიმუმს ვდებდი. ზოგჯერ ამას კარგი შედეგი მოჰქონდა, ზოგჯერაც - ცუდი, თუმცა ყოველთვის ვცდილობდი, არასდროს დამეზოგა თავი. მაშინ საკუთარ თავსაც ვკითხე, თუ როგორ გავაკეთე ეს, თუმცა ცალსახა პასუხი ვერ გავეცი... ქუჩაში და მოედანზე გულშემატკივრებისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი. "ვიტესში" ბევრი გოლი გავიტანე. ამ ყველაფერში ხალხისგან წამოსული ენერგია მეხმარებოდა.

- ინგლისურის ცუდად ცოდნა ნიდერლანდებში ჩასვლისას პრობლემას არ გიქმნიდათ? მაგალითად, როდესაც კაპიტანი ხარ და მედიის წინ რომ უნდა წარდგე?

- ჩემი ჩამოსვლის მომენტში ინგლისური ენის ცოდნას 10-ბალიანი სისტემიდან 2-ით შევაფასებდი. 3 თვის განმავლობაში დღეში 4-5 საათს ვუთმობდი  შესწავლას, რადგან კაპიტანმა ინტერვიუ პირდაპირ ეთერში უნდა მისცეს. ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, რომ უნდა მესწავლა უცხო ენა, რათა კომუნიკაცია შემძლებოდა. ახლა საუბარი ჰოლანდიურ ენაზეც კარგად გამომდის.

- 2016/17 წლების სეზონში ნიდერლანდების თასი მოიგეთ. რა ემოცია დაგიტოვათ ამ წარმატებამ?
- "ვიტესის" ისტორია 130 წელიწადს ითვლის, თუმცა 2017 წლამდე ტიტული მოგებული არ 
ჰქონდათ. ამის მიუხედავად, მაინც დიდი გუნდი იყო. ფინალის გზაზე "ფეიენოორდი" (2:0) დავამარცხეთ, გოლიც გავიტანე იმ შეხვედრაში. როდესაც მსგავსი კალიბრის მოწინააღმდეგეს ამარცხებ და მომდევნო ეტაპზე გადიხარ, თვითრწმენა გემატება. "ალკმაართან" ფინალის წინ მთელი ღამე ვერ ვიძინებდი, ძალიან ვნერვიულობდი, ქომაგების მხრიდან დიდ წნეხს ვგრძნობდი. წარმოიდგინეთ, 125 წელია გუნდს ტიტული არ მოუგია და ახლა 1 ნაბიჯში ხარ ამასთან.

მახსოვს, ფინალში კარგად ვითამაშე და 2:0 გავიმარჯვეთ, თუმცა შეხვედრით ვერ ვისიამოვნე, რადგან ჩემზე ძალიან დიდი წნეხი იყო. საფინალო სასტვენის შემდეგ უფრო მეტად ამოვისუნთქეთ, ვიდრე გავიხარეთ, რადგან 7-წლიანი მუშაობის შემდეგ, როგორც იქნა, შედეგს მივაღწიეთ. ვიცოდი, რომ ჩემი მისია შევასრულე. რთულია მსგავსი მოტივაციის მოძებნა. გუნდში კიდევ ერთ წელს დავრჩი, ევროპის ერთ-ერთი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოვიპოვეთ, შემდეგ კი ამერიკისკენ გავეშურე...



კომენტარები
"შენი სახლი ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია" - ფრანჩესკო ტოტის ისტორია: უარი "მილანსა" და "რეალს", უცვლელი სახლი და ამაყი ლეგენდარული კაპიტანი
"შენი სახლი ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია" -...
5-02-2022, 01:02
”დედამ მომწერა, მე ვეღარ ვიცოცხლებ და შენი იმედი მაქვს, ჩემი შვილები ერთმანეთს არ დააშოროო…” – ნახეთ ალექსანდრე ზაზარაშვილის დედამ 4 ბავშვი იშვილა. წარმოუდგენელი ისტორია
”დედამ მომწერა, მე ვეღარ ვიცოცხლებ და შენი იმედი...
20-01-2022, 20:54
სალომე გოგიაშვილი: „სახლში ჩაჯდომა და ქმრის ხარჯზე ცხოვრება „მეგოიმება“
სალომე გოგიაშვილი: „სახლში ჩაჯდომა და ქმრის...
17-01-2022, 17:39
"თუ შეცდომას დაუშვებს, მაშინვე ბრძოლას დავუსრულებ..." - ქართველი "ნინძა" კელვინის დასამარცხებლად მზადაა
"თუ შეცდომას დაუშვებს, მაშინვე ბრძოლას...
16-01-2022, 00:53
კირკიტაძე: "დინამო თბილისში" 100%-ით რომ არ დაიხარჯო, არ შეიძლება"
კირკიტაძე: "დინამო თბილისში" 100%-ით რომ არ...
10-01-2022, 01:10
კვიპროსელმა ჟურნალისტმა კაჭარავას ბოდიში მოუხადა - იმედია, 2022 წელი უფრო გონიერებსა და ადამიანურებს გაგვხდის
კვიპროსელმა ჟურნალისტმა კაჭარავას ბოდიში მოუხადა...
3-01-2022, 01:03
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно