ვერატიმ გაამხილა, თუ რას დაჰპირდა მესის რეიმსთან მატჩამდე, რომელშიც დუბლი შეასრულა
ახალი ამბები / ფეხბურთი
9-02-2022, 22:13
"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა უძღოდა წინ ლიგა 1-ის 22-ე ტურში "რეიმსთან" (4:0) გამართულ მატჩში მის მიერ შესრულებულ დუბლს.
"წინა დღეს მესიმ მითხრა: "დამპირდი, რომ დაარტყამ და გაიტან". ვარჯიშზე ერთი დარტყმა განვახორციელე და გავიტანე, ამიტომაც მითხრა ეს".
"შედეგად, მატჩის მიმდინარეობისას დავარტყი და გავიტანე. დიახ, დარტყმა ვიცი. მაგრამ ასეთი ფეხბურთელი ვარ, ყველას აქვს თავისი ნაკლი. მირჩევნია გადაცემები ვაკეთო, ასე ვხედავ ფეხბურთს. თუმცა, რა თქმა უნდა, პასსა და დარტყმას შორის არჩევანი მომენტზეა დამოკიდებული".
"ვიცი, რომ ამ მხრივ უკეთესი უნდა გავხდე", - განუცხადა იტალიელმა ნახევარმცველმა L'Equipe-ს.
კომენტარები