
ტაქტიკური ცვლილება, რის შემდეგაც "მძინარე დათვმა" გამოიღვიძა
ახალი ამბები / ფეხბურთი
9-02-2022, 22:05
ლიგა 1-ის ბოლო ტურში, სადაც ფრანგული "პარი სენ ჟერმენი" მოქმედ ჩემპიონ "ლილის" დაუპირისპირდა, მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა ლიონელ მესიმ. შეგახსენებთ, პსჟ-მა 5:1 მოიგო, "ალბისელესტეს" კაპიტანმა კი თავი 1 გოლითა და 1-იც საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
მოგეხსენებათ, პარიზელები ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩს 15 თებერვალს, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.
"მესიმ ისე გაიბრწყინა, როგორც ამას კარიერის საუკეთესო სეზონში აკეთებდა." - წერს ფრანგული L'Equipe-ი "ბლანკოსთან" მატჩის წინ.
"სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ ლეოს სტატისტიკა მის მიერვე დაწესებულ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა, ეროვნულ ნაკრებში არჩასვლის გადაწყვეტილების გამო სამხრეთამერიკელი
მოედანზე ჩვეული სისწრაფით და შედეგით დაგვიბრუნდა.
შეიმოსა "მასტერის" ტანისამოსით და ყველაფერი გაგვახსენა, ჩვეული აჩქარებებით კი ნელ-ნელა დაგვანახა, რომ ლიგა 1-ში აკლიმატიზაცია გაიარა."
კომენტარები