შოთა არველაძის "ჰალი" დამარცხდა და შემდეგ ტურში რუნის "დერბის" შეხვდება
ახალი ამბები / ფეხბურთი
6-02-2022, 00:36
ინგლისის ჩემპიონშიფის 30-ე ტურში შოთა არველაძის "ჰალ სიტი" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "პრესტონთან".
გოლი 51-ე წუთზე 20 წლის თავდამსხმელმა კამერონ არჩერმა გაიტანა.
შეგახსენებთ, "ჰალ სიტიმ" შოთას ამ გუნდში სამწვრთნელო დებიუტისას სახლში "სუონსის" 2:0 სძლია.
ნამატჩევს შოთამ შემდეგი განაცხადა: „ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. თავდაუზოგავად გაისარჯენ. თამაში კარგად დავიწყეთ, თავდაჯერებულად. გოლი მეტოქემ მას შემდეგ გაიტანა, რაც ჩვენი მოკლე პასი ჩაჭრა და მათი ფორვარდი თავისუფალი დავტოვეთ.
ანგარიშის გათანაბრება კუთხურის შემდეგ შეგვეძლო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ასეთია ფეხბურთი, ხანდახან მტკივნეულია, თუმცა ეს მორიგ მატჩებში გაგვაძლიერებს და გვინდა
წინ ვიყუროთ“.
"ჰალ სიტი" 32 ქულით მე-19 ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 8 თებერვალს გასვლაზე "დერბის" დაუპირისპირდება, რომლის თავკაცი უეინ რუნია.
კომენტარები