"ჩერნომორეცმა" ვაჩიბერაძის მოპოვებული პენალტით ფრეს მიაღწია
ახალი ამბები
24-01-2022, 00:51
თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ მესამე საკონტროლო შეხვედრაში "ჩერნომორეცი" კოსოვოს "დრიტას" დაუზავდა - 1:1.
ოდესურ გუნდში შეუცვლელად ითამაშეს გიორგი წიტაიშვილმა და ბექა ვაჩიბერაძემ. კლუბის საიტი იტყობინება, რომ 68-ე წუთზე წიტაიშვილმა თავისი საფირმო დარტყმით ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო მე-80 წუთზე ვაჩიბერაძემ პენალტი მოიპოვა და ვანატმა ანგარიში გათანაბრა.
კომენტარები