ლობჟანიძის გუნდი "ალანიასპორთან" განადგურდა
ახალი ამბები / ფეხბურთი
21-01-2022, 00:55
თურქეთის სუპერლიგის 22-ე ტურში საბა ლობჟანიძის "ჰათაისპორი" მოულოდნელად სტუმრად "ალანიასპორთან" 0:6 დამარცხდა.
გასულ ტურში "ჰათაისპორმა" საკუთარ მოედანზე "გალათასარაის" 4:2 სძლია, ლობჟანიძემ დუბლი შეასრულა, მაგრამ დღეს "ალანიასპორთან" ვერაფერი გააწყო და უშანსოდ დამარცხდა.
საბამ 86-ე წუთამდე ითამაშა, მისი გუნდი კი 35 ქულით მე-6 ადგილზეა და 23 იანვარს "რიზესპორს" უმასპინძლებს.
კომენტარები