UFC-ის პრეზიდენტმა ისტორიაში 3 საუკეთესო მებრძოლი დაასახელა
ახალი ამბები / კრივი
20-01-2022, 01:17
UFC-ის პრეზიდენტმა, დანა ვაითმა ისტორიაში სამი საუკეთესო მებრძოლი დაასახელა.
"უნდა დავასახელო ანდერსონ სილვა, ჯორჯ სენ პიერი და ჯონ ჯონსი, კამარუ უსმანი მათთან ყველაზე ახლოსაა" - განაცხადა დანამ.
შეგახსენებთ, სილვამ და სენ პიერიმ კარიერა უკვე დაასრულებს, აღსანიშნავია, რომ ანდერსონი ბედს კრივში გამოცდის. რაც შეეხება ჯონ ჯონსს, ბოლოს 2020 წლის თებერვლის თვეში იჩხუბა. დანას მიერ ხსენებულმა უსმანმა კი ქვესაშუალო წონითი კატეგორიის ქამარი უკვე 5-ჯერ დაიცვა.
კომენტარები