სანდრო ბაზაძე FIE-ს მსოფლიო თასის მფლობელი პირველი ქართველის მოფარიკავეა
ახალი ამბები
17-01-2022, 00:56
თბილისში დასრულებულ მოხმალავეთა მსოფლიოს თასის პირად გათამაშებაში ვაჟებში სანდრო ბაზაძემ გაიმარჯვა.
ბაზაძე ტურნირზე პლეი-ოფიდან ჩაერთო და ერთი მეორის მიყოლებით რუსი ოლეგ პეტროვსკი (15:8), უნგრელი ჩანად გემეში (15:10), კორეელი იუნჰო კიმი (15:7), იტალიელი ჯოვანი რეპეტი (15:10), ფრანგი ბოლად აპიტი (15:10) და რუსი კამილ იბრაგიმოვი (15:8) დაამარცხა.
სანდრო ბაზაძე FIE-ს მსოფლიო თასის მფლობელი პირველი ქართველის მოფარიკავეა.
28 წლის ბაზაძეს სხვადასხვა პრესტიჟულ ტურნირებზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ჰქონდა მოპოვებული, ახლა კი ოქროსაც დაეუფლა.
17 იანვარს გუნდური შეჯიბრი დაიწყება - საქართველოს ვაჟთა ნკრები საუდის
არაბეთს, ხოლო საქართველოს ქალთა ნაკრები აზერბაიჯანს შეხვდება.
კომენტარები