საქართველოს ნაკრების მეკარე აზერბაიჯანში ითამაშებს
ახალი ამბები / საქართველო
13-01-2022, 01:08
საქართველოს ნაკრების 22 წლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი აზერბაიჯანულ "ყარაბაღში" ითამაშებს - ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი წერს.
საიჯარო ხელშეკრულება ერთწლიანია, რომლის გასვლის შემდეგაც "ყარაბაღს" მისი შესყიდვის უფლება ექნება.
შეგახსენებთ, პოლონური "იაგელონიას" საკუთრებაში მყოფი მეკარე გასულ წელს გორის "დილაში" გამოდიოდა.
კომენტარები