ქუთაისში, მთელი ოჯახი ავარიაში მოყვა. მამა, 12-13 წლის შვილები და ბებია… არის მსხვერპლი. ილოცეთ გთხოვთ
ქუთაისში სოფელ გეგუთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა.
ავარიის შედეგად რამდენიმე მგზავრი დაშავდა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ემიგრანტების იმედი – შოთო სიხარულიძე გამოეხმაურა.
„გლოვის ზარია ჩემს გეგუთში, ცოცხლები გადარჩნენ ილოცეთ ლოცვა მთებს დაძრავს. ღმერთო გადაარჩინე ეს მამა შვილი, გია გაბუნია და თეკლა გაბუნია. 13 წლის ანამარია სამწუხაროდ გარდაიცვალა.
ილოცეთ 12 წლის თეკლა გაბუნია უმძიმესადაა, ასევე უმძიმესადაა მამა გია გაბუნია და ბებია.
ავარიის შედეგად გარდაცვლილია ანამარია გაბუნია 13 წლის. მეორე ბავშვი თეკლა გაბუნია 12 წლის კი ძალიან მძიმედ არის.
ასევე ბებიაც და მამა კი უმძიმესად ეს ყველაფერი მოხდა ერთი უაზროდ მთვრალი ადამიანის შედეგად. გლოვობს ჩემი გეგუთი გია გაბუნიას თანავუგრძნობ ენით აღწერელი ტრაგედიაა…
ემიგრანტებო გეგუთში გლოვის ზარია.
„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.
ეჰ, გული გამიჩერდა.. საშინელება, ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედიაა… როგორ არ მინდა დავიჯერო რომ ასეთი ანგელოზები ასე უდროოდ იმკვიდრებენ ადგილს ცათა სასუფეველში… ძალიან სამწუხაროა, ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს პატარა პრინცესას ლამაზ სულს და მის მშობლებს გამძლეობა მისცეს უფალმა.
ღმერთო ყველა დედას მიანიჭე ბედნიერი დედობა და ნურავის ნუ გაამწარებ შვილის უბედურებით!!!
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. ღმერთო რატო დაუშვი ასეთი საშინელება. როგორ ძალიან ვწუხვარ, ნათელში განისვენე პატარა, შენ ოჯახს გამძლეობა მისცეს ღმერთმა, სული მეწვის. გამძლეობა მოგცეთ უფალმა, ღმერთო ჩემო, რა უსამართლობა, ტრაგედიას რომელსაც სახელი არ აქვს…. აქ სიტყვები ძალას კარგავენ….
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ, ახლად შესვენებული ანამარია. ღმერთმა მისცეს მის დედას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს. მშვიდად განისვენე, უკვე უფალთან ხარ. მისი სული ავიდა ანგელოზთა დასში. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი, პატარა ანგელოზო“, – – წერია სამძიმრის წერილში.