„ჩაიძინე და ღრმა ძილში დარჩი სამუდამოდ...“ - 22 წლის ბიჭი მოულოდნელად გარდაიცვალა
ემიგრანტების იმედის“ დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
22 წლის ვაჩე ვაშაკიძე მოულოდნელად გარდაიცვალა.
„ჩაიძინე და ღრმა ძილში დარჩი სამუდამოდ.. ჩვენ კი დაგვტოვე ბრალეულები შენს სიკვდილში!
გაპატიე, რომ სათანადოდ ვერ მოგხედეთ.. განისვენე მშვიდად და ღმერთმა მიგიბაროს სამარადისოდ!
როგორი გაუსაძლისი ხარ როგორი მწარე და აღუწერელი. დაუჯერებელია შენი არყოფნა.
გული და სული თან წაიღე, რატომ შენ?რატომ წადი იქ საიდანაც არ ბრუნდებიან ასეთი უსასრულობა როგორ მოგაწერა ცხოვრებამ. ყველასთვის თბილი და მოსიყვარულე იყავი.... ნუთუ ასეთი დაუნდობელია ეს ცხოვრება რომ ასეთი სიმწარის გადატანა გვიწევს. შენი ლამაზი თვალები როგორ უნდა იყოს დახუჭული.
„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ვაჩე ვაშაკიძის ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული, უფალო აკმარე საქართველოს ამდენი უბედურება…“, - წერის „ფეისბუქ“ პოსტში.