ანგელოზივით გოგო დაიღუპა... – რა გახდა 25 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი
სოციალურ ქსელში, ჯგუფში “ემიგრატების იმედი” შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
გარდაიცვალა 25 წლის ანუკა მაჩაბელი.„გარდაიცვალა 25 წლის, ანუკა მაჩაბელი უსაზღვროდ მძიმე და ავის მომასწავლებელმა ზარმა ჩამოჰკრა მაჩაბელების ოჯახში, სიკვდილმა არ დაგინდო სიცოცხლემოწყურებული ახალგაზრდა, სამუდამოდ დაშორდი შენს ოჯახს, დარდითა და ტკივილით გულდამძიმებული, ძაძებით შემოსე შენი ოჯახისწევრები, ახლობლები და მეგობრები. ჩვენო უიღბლო, ძალიან ძნელია წარსულში ლაპარაკი შენ ხომ ძალიან კარგი შვილი იყავი, ღმერთს ვთხოვთ ჩვენმა დანთებულმა სანთელ- საკმეველმა გზა გაგინათოს მარადიულ სასუფეველში.
ყოფილიყავი ამ ქვეყნად და გაგეხარა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სპეტაკი სული.
ნეტავი გვყოლოდი, ცოცხალი გვყოლოდი, ნამდვილი და არა ასეთი ცრემლიანი, შენი ჩამსხვრეული სიკეთით ხელში, რა ლამაზი იმედი იქნებოდი ჩვენი. რა ბედნიერი ვიქნებოდით ცოცხალი რომ გვყავდე, ყოფილიყავი ამ ქვეყნად და გაგეხარა. ღმერთს ვთხოვთ ნათელში გვიმყოფოს შენი სპეტაკი სული და ისიც ვიცით მიწა თმებს, რომ არ ათეთრებს და შენ მუდამ ისევ ისეთი ,კეთილი ღიმილის ოქროს გოგო, კვლავაც 25 წლის იქნები“ , – წერს ის.